აბრეშუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Abreshumi 2013-19.jpg|thumb|]]
 
[[ფაილი:Abreshumi 2013-19.jpg|thumb|]]
 
ძველ ქართულად „ჭიჭნაური“, აბრეშუმის ჭიის პარკიდან ამოხვეული ძაფი. მისგან საქსოვ დაზგაზე - საქსელზე იქსოვებოდა დარაია (თავთა//მერდინი, კახ. ქართლ. იმერ. ქიზ.), ჩხირებითა და ყაისნაღებით კი თავსაფრები, წინდები, ტოლაღები, ხელთათმანები, ჩახსაკრავები, სახიანი სარტყლები, ყაითნები, ჩაფარიშები. წმინდა აბრეშუმთან ერთად მზადდებოდა აბრეშუმნარევი ქსოვილები: შალ-აბრეშუმი, ბამბა-აბრეშუმი. აბრეშუმის ნაწარმს ხმარობდნენ საოჯახო მოთხოვნილებებისათვის და გასაყიდადაც. ადგილობრივ ბაზრების გარდა აბრეშუმის ნაწარმი სხვა ქვეყნებშიც გადიოდა. ქართული წერილობით წყაროები და ეთნოგრაფიული მასალა აბრეშუმის წარმოების მდიდარ ტრადიციებს წარმოაჩენს. შორეულ აღმოსავლეთიდან მომდინარე მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო-სატრანზიტო გზის გარკვეულ მონაკვეთზე მდებარე საქართველოში, აბრეშუმის კულტურის შემოსვლა V-VI საუკუნიდან ივარაუდება. ს. მცხეთიჯვარში (ხაშურის რ-ნი) აღმოჩენილია აბრეშუმის სამშობლოს - ჩინეთის იმპერიის ფულის ერთეული, რაც ამ მოსაზრების ერთი მნიშვნელოვანი დამამტკიცებელი ფაქტია.  
 
 +
  
=== ლიტერატურა ===
 
=== ლიტერატურა ===

12:58, 21 ოქტომბერი 2015-ის ვერსია

Abreshumi 2013-19.jpg

ლიტერატურა

ნ. აბესაძე, აბრეშუმის ქსოვილის დამზადების ისტორიისათვის საქართველოში, მსე. ტ.V, 1963. ლ. მ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი] = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები