აბრეშუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:29, 20 დეკემბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Abreshumi 2013-19.jpg

აბრეშუმი - ძველ ქართულად "ჭიჭნაური", აბრეშუმის ჭიის პარკიდან ამოხვეული ძაფი.

მისგან საქსოვ დაზგაზე - საქსელზე იქსოვებოდა დარაია (თავთა // მერდინი, კახ. ქართლ. იმერ. ქიზ.), ჩხირებითა და ყაისნაღებით კი თავსაფრები, წინდები, ტოლაღები, ხელთათმანები, ჩახსაკრავები, სახიანი სარტყლები, ყაითნები, ჩაფარიშები.

წმინდა აბრეშუმთან ერთად მზადდებოდა აბრეშუმნარევი ქსოვილები: შალ-აბრეშუმი, ბამბა-აბრეშუმი.

აბრეშუმის ნაწარმს ხმარობდნენ საოჯახო მოთხოვნილებებისათვის და გასაყიდადაც. ადგილობრივ ბაზრების გარდა აბრეშუმის ნაწარმი სხვა ქვეყნებშიც გადიოდა.

ქართული წერილობით წყაროები და ეთნოგრაფიული მასალა აბრეშუმის წარმოების მდიდარ ტრადიციებს წარმოაჩენს. შორეულ აღმოსავლეთიდან მომდინარე მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო-სატრანზიტო გზის გარკვეულ მონაკვეთზე მდებარე საქართველოში, აბრეშუმის კულტურის შემოსვლა V-VI საუკუნიდან ივარაუდება. ს. მცხეთიჯვარში (ხაშურის რ-ნი) აღმოჩენილია აბრეშუმის სამშობლოს - ჩინეთის იმპერიის ფულის ერთეული, რაც ამ მოსაზრების ერთი მნიშვნელოვანი დამამტკიცებელი ფაქტია.


ლიტერატურა

ნ. აბესაძე, აბრეშუმის ქსოვილის დამზადების ისტორიისათვის საქართველოში, მსე. ტ.V, 1963. ლ. მ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები