აბუსერიძე აბუსერ (I)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბუსერ (I) აბუსერიძე - არტანუჯის ერისთავი 1046/1047 წ. იოვანე აბუსერის შემდგომ; ბაგრატ IV-ის ერთგული თანამებრძოლი, დიდი ალბათობით, იოანე აბუსერის ძე. მისი სამფლობელოები საკმაოდ ვრცელი ჩანს - იგი ყოფილა პატრონი „ხიხათა და ციხისჯუარისა და აწყურის ციხისა“. აბუსერი მონაწილეობდა ანისის დაცვაში, მას შემდეგ, რაც 1045 წ-ის სიხლოვეს ანელმა ბერებმა ქალაქი მარიამ დედოფალს ჩააბარეს. ლიპარიტ (IV) ბაღვაშმა ბაგრატ IV-სთან მისი ცნობილი დაპირისპირების დროს აბუსერი სხვა დიდებულებთან ერთად მოტყუებით გამოიყვანა ანისიდან და დაატყვევა. ამ დროს ბაგრატი თბილელ ბერთა მოწვევით თბილისში იყო შესული და იქაურ საქმეებს განაგებდა. მეფე იძულებული გახდა თბილისი დაეტოვებინა და თავისი ერთგული მოხელე-დიდებულების გასათავისუფლებლად ჯავახეთს ჩასულიყო, თუმცა, აქ იგი იძულებული გახდა უკან დაეხია, მაგრამ აბუსერის გათავსუფლება მაინც მოახერხა - მასში გაუცვალა ლიპარიტს მისივე ძე, ივანე ბაღვაში. შემდგომ აბუსერი კვლავ ბაგრატის მხარეზე იბრძვის სასირეთის ჭალასთნ, სადაც იგი ისევ ლიპარიტის ტყვე ხდება. ამ ამბის შემდეგ წყაროებში მისი სახელი იკარგება.



წყაროები და ლიტერატურა

მატიანე ქართლისაჲ 1955: 300-301; ჟორდანია 1892: 192, 122-123; მუსხელიშვილი 1941: 19.


წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები