აგარის წმინდა გიორგის ეკლესია (ასპინძის აგარა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 6: ხაზი 6:
 
დარბაზულ ეკლესიაში ორი - შესასვლელია: დასავლეთიდან და სამხრეთიდან. დარბაზი მაღალია და მონუმენტური სივრცე ამ ზომის ნაგებობისათვის საკმაოდ მასიური პილასტრების ერთი წყვილითა და საბჯენი თაღით გაყოფილია ორ ნაწილად (საინტერესოდაა გადაწყვეტილი პილასტრების [[ბაზისი (არქიტექტურა)|ბაზისები]]. ზედა ნაწილში გლუვი ლილვებია გამოყვანილი, ლილვებს ქვემოდან მცირე სიმაღლის ვერტიკალური, ცერად შეჭრილი ღარების მწკრივი მიჰყვება). ტაძარი ხუთი სარკმლითა და ერთი [[ლუნეტი (არქიტექტურა)|ლუნეტი]]თ ნათდება. სარკმლები რესტავრირებულია შემორჩენილი ფრაგმენტებისა და კედლებზე მათი კვალის მიხედვით. აღმოსავლეთ აფსიდა ღრმაა. [[საკურთხეველი|საკურთხევლის]] იატაკი ერთი საფეხურით მაღალია. [[აფსიდი]]ს კონტურს თარო-საფეხური მიჰყვება (ასეთი საფეხური დამახასიათებელია ადრეული პერიოდის სამონასტრო ტაძრებისათვის). საკურთხევლიდან სამლოცველოში არის გასასვლელი. თავიდან ეს, შესაძლოა, დამოუკიდებელი სამლოცველო იყო და მოგვიანებით მას სადიაკვნედ იყენებდნენ. მცირე სწორკუთხა დარბაზს აღმოსავლეთ მხრიდან უსარკმლო აფსიდა აქვს. სათავსი მხოლოდ სამხრეთის კედელში გაჭრილი სარკმლით ნათდება.  
 
ტაძარში მთავარი შესასვლელი სამხრეთიდანაა - ეკვდერის გავლით. ორი თაღით გახსნილი [[ღიობი]] ეკვდერის მთელ სიგრძეზეა. ჩრდილოეთით მიშენებული სათავსი გადახურულია ცილინდრული კამარითა და  ერთქანობიანი სახურავით. შემორჩენილია  ნართექსის მხოლოდ არასრული სიმაღლის კედლები. ტაძრის ფასადები ძუნწადაა მორთული. გამოირჩევა სამხრეთ ფასადი, რომელზედაც ორი თაღით გახსნილი შესასვლელია მაღალი ნალისებური მოხაზულობის ორი თაღი გრძივ კედლებში მოქცეულ მარტივი პროფილის კაპიტელებსა და ოთხყურა კვეთის მაღალ სვეტს ეყრდნობა (სვეტის ბაზისი ქვის კუბია, რომელიც დროთა განმავლობაში დაილია, თუმცა ბაზისის მოვალეობას დღესაც ასრულებს. [[კაპიტელი]] მოხდენილი პროპორციებისაა და თხელი თაროთია დასრულებული). ფასადზე ორთაღიანი შესასვლელი ასევე პროპორციულია და ტამალასა და საროს ორთაღიან შესასვლელებისაგან განსხვავება (სიმაღლისკენ მისწრაფება) საგრძნობია. ამავე ფასადზე ერთ ქვაში გამოჭრილი [[თავსართი (არქიტექტურა)|თავსართიან]] სადიაკვნოს [[სარკმელი]]ა. აქაც, ისევე, როგორც ტამალაში, ჰორიზონტალური გადანაკეცი გრძელია. თავსართის ზედაპირი წრეებითაა შემკული, ხოლო ქვემოდან დაკბილული ფრიზი მიჰყვება.  
+
ტაძარში მთავარი შესასვლელი სამხრეთიდანაა - ეკვდერის გავლით. ორი თაღით გახსნილი [[ღიობი]] ეკვდერის მთელ სიგრძეზეა. ჩრდილოეთით მიშენებული სათავსი გადახურულია ცილინდრული კამარითა და  ერთქანობიანი სახურავით. შემორჩენილია  ნართექსის მხოლოდ არასრული სიმაღლის კედლები. ტაძრის ფასადები ძუნწადაა მორთული. გამოირჩევა სამხრეთ [[ფასადი]], რომელზედაც ორი თაღით გახსნილი შესასვლელია მაღალი ნალისებური მოხაზულობის ორი თაღი გრძივ კედლებში მოქცეულ მარტივი პროფილის კაპიტელებსა და ოთხყურა კვეთის მაღალ სვეტს ეყრდნობა (სვეტის ბაზისი ქვის კუბია, რომელიც დროთა განმავლობაში დაილია, თუმცა ბაზისის მოვალეობას დღესაც ასრულებს. [[კაპიტელი]] მოხდენილი პროპორციებისაა და თხელი თაროთია დასრულებული). ფასადზე ორთაღიანი შესასვლელი ასევე პროპორციულია და ტამალასა და საროს ორთაღიან შესასვლელებისაგან განსხვავება (სიმაღლისკენ მისწრაფება) საგრძნობია. ამავე ფასადზე ერთ ქვაში გამოჭრილი [[თავსართი (არქიტექტურა)|თავსართიან]] სადიაკვნოს [[სარკმელი]]ა. აქაც, ისევე, როგორც ტამალაში, ჰორიზონტალური გადანაკეცი გრძელია. თავსართის ზედაპირი წრეებითაა შემკული, ხოლო ქვემოდან დაკბილული ფრიზი მიჰყვება.  
  
აღმოსავლეთ ფასადზე საკურთხევლის სარკმელს სადა თავსართი აქვს. დასავლეთ სარკმელი ასეთივე ფორმისაა, მის ზემოთ კი სამი დისკოა დეკორატიული [[ჯვარი|ჯვრებით]]. ლუნეტი დეფორმირებულია, წესიერი წრის ნაცვლად კვერცხისმაგვარი ფორმა აქვს მიღებული, რაც ადრეულ, წარუმატებელ აღდგენად უნდა ჩაითვალოს. ტაძრის ჩრდილოეთ ფასადი ყრუა.  
 
17:35, 26 იანვარი 2022-ის ვერსია

ასპინძა. აგარის ეკლესია

აგარის წმინდა გიორგის ეკლესია - (VII-VIII საუკუნეები) ზოგიერთ ავტორთან იხსენიება, როგორც ყიზილ-დერსის ეკლესია, ამჟამად — აგარის წმინდა გიორგის დედათა მონასტერი. მდებარეობს მდინარე ოთის ხეობაში, ქ. ასპინძიდან 4 კმ დაშორებით (ასპინძის მუნიციპალიტეტი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია).

დარბაზული ეკლესია გართულებულია დამატებითი სათავსებით. შენობის კუთხეების, ღიობების, კონსტრუქციული ელემენტების ასაგებად გამოყენებულია ქვიშაქვის ან ტუფის კარგად გათლილი ქვები. კედლის წყობა ამოყვანილია. შედარებით მცირე ზომის ფოროვანი ბაზალტის ქვით. მშენებლობის პირველი რიგი დარბაზული ეკლესიაა, სამხრეთიდან ორი თაღით გახსნილი ეკვდერითა და უშუალოდ დარბაზულ ეკლესიასთან კარით დაკავშირებული მცირე სამლოცველოთი (პირველი რიგის მშენებლობის გარე ზომები: 9,52 X 8,14 მ). მოგვიანებით ჩრდილოეთიდან ტაძარს მთელ სიგრძეზე სწორკუთხა გეგმის სათავსი და დასავლეთიდან ნართექსი მიაშენეს (მინაშენებიანად ტაძრის გარე ზომები: (12.96 X 11,01 მ). მეორე რიგის მშენებლობისას იგივე მასალა და მსგავსი სამშენებლო ხერხია გამოყენებული. კუთხეები აქაც ამოყვანილია კარგად დამუშავებული ქვიშაქვით და შევსებაც იდენტურია, თუმცა მშენებლის ოსტატობის დაქვეითება საგრძნობია.

დარბაზულ ეკლესიაში ორი - შესასვლელია: დასავლეთიდან და სამხრეთიდან. დარბაზი მაღალია და მონუმენტური სივრცე ამ ზომის ნაგებობისათვის საკმაოდ მასიური პილასტრების ერთი წყვილითა და საბჯენი თაღით გაყოფილია ორ ნაწილად (საინტერესოდაა გადაწყვეტილი პილასტრების ბაზისები. ზედა ნაწილში გლუვი ლილვებია გამოყვანილი, ლილვებს ქვემოდან მცირე სიმაღლის ვერტიკალური, ცერად შეჭრილი ღარების მწკრივი მიჰყვება). ტაძარი ხუთი სარკმლითა და ერთი ლუნეტით ნათდება. სარკმლები რესტავრირებულია შემორჩენილი ფრაგმენტებისა და კედლებზე მათი კვალის მიხედვით. აღმოსავლეთ აფსიდა ღრმაა. საკურთხევლის იატაკი ერთი საფეხურით მაღალია. აფსიდის კონტურს თარო-საფეხური მიჰყვება (ასეთი საფეხური დამახასიათებელია ადრეული პერიოდის სამონასტრო ტაძრებისათვის). საკურთხევლიდან სამლოცველოში არის გასასვლელი. თავიდან ეს, შესაძლოა, დამოუკიდებელი სამლოცველო იყო და მოგვიანებით მას სადიაკვნედ იყენებდნენ. მცირე სწორკუთხა დარბაზს აღმოსავლეთ მხრიდან უსარკმლო აფსიდა აქვს. სათავსი მხოლოდ სამხრეთის კედელში გაჭრილი სარკმლით ნათდება.

ტაძარში მთავარი შესასვლელი სამხრეთიდანაა - ეკვდერის გავლით. ორი თაღით გახსნილი ღიობი ეკვდერის მთელ სიგრძეზეა. ჩრდილოეთით მიშენებული სათავსი გადახურულია ცილინდრული კამარითა და ერთქანობიანი სახურავით. შემორჩენილია ნართექსის მხოლოდ არასრული სიმაღლის კედლები. ტაძრის ფასადები ძუნწადაა მორთული. გამოირჩევა სამხრეთ ფასადი, რომელზედაც ორი თაღით გახსნილი შესასვლელია მაღალი ნალისებური მოხაზულობის ორი თაღი გრძივ კედლებში მოქცეულ მარტივი პროფილის კაპიტელებსა და ოთხყურა კვეთის მაღალ სვეტს ეყრდნობა (სვეტის ბაზისი ქვის კუბია, რომელიც დროთა განმავლობაში დაილია, თუმცა ბაზისის მოვალეობას დღესაც ასრულებს. კაპიტელი მოხდენილი პროპორციებისაა და თხელი თაროთია დასრულებული). ფასადზე ორთაღიანი შესასვლელი ასევე პროპორციულია და ტამალასა და საროს ორთაღიან შესასვლელებისაგან განსხვავება (სიმაღლისკენ მისწრაფება) საგრძნობია. ამავე ფასადზე ერთ ქვაში გამოჭრილი თავსართიან სადიაკვნოს სარკმელია. აქაც, ისევე, როგორც ტამალაში, ჰორიზონტალური გადანაკეცი გრძელია. თავსართის ზედაპირი წრეებითაა შემკული, ხოლო ქვემოდან დაკბილული ფრიზი მიჰყვება.

აღმოსავლეთ ფასადზე საკურთხევლის სარკმელს სადა თავსართი აქვს. დასავლეთ სარკმელი ასეთივე ფორმისაა, მის ზემოთ კი სამი დისკოა დეკორატიული ჯვრებით. ლუნეტი დეფორმირებულია, წესიერი წრის ნაცვლად კვერცხისმაგვარი ფორმა აქვს მიღებული, რაც ადრეულ, წარუმატებელ აღდგენად უნდა ჩაითვალოს. ტაძრის ჩრდილოეთ ფასადი ყრუა.

წმინდა გიორგის დედათა მონასტერი დაარსდა 2005 წ. 23 დეკემბერს, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე) ლოცვა-კურთხევით. სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას (არქიტ.: თ. ნემსაძე, რ. გურამიშვილი), რომელიც დასასრულს უახლოვდება, ხელმძღვანელობს მონაზონი ქეთევანი (მელაძე). ამჟამად მონასტერში ორი მონაზონი და ორი მორჩილია.

გ. მარსაგიშვილი

ლიტერატურა

Такаишвили Е., МАК, XIII, М., 1909; Чубинашвили Н., Шашианис Самеба, Тб., 1988.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები