აგრესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''აგრესია''' - (''ლათინური სიტყვა – aggressio – თავდასხმა''),  თანამედროვე საერთაშორისო  სამართლის ცნება. [[გაერო|გაეროს]] წესდების თანახმად, აგრესია არის ერთი სახელმწიფოს მიერ  [[შეიარაღებული ძალები|შეიარაღებული ძალების]] უკანონო გამოყენება მეორე სახელმწიფოს სუვერენიტეტის, მოსახლეობის, ტერიტორიის ხელშეუხებლობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ითვლება მშვიდობისა და კაცობრიობის უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილ უმძიმეს საერთაშორისო დანაშაულად.
+
'''აგრესია''' - (''ლათინური სიტყვა – aggressio – თავდასხმა''),  თანამედროვე საერთაშორისო  სამართლის ცნება. [[გაერო|გაეროს]] წესდების თანახმად, აგრესია არის ერთი [[სახელმწიფო|სახელმწიფოს]] მიერ  [[შეიარაღებული ძალები|შეიარაღებული ძალების]] უკანონო გამოყენება მეორე სახელმწიფოს [[სუვერენიტეტი|სუვერენიტეტის]], მოსახლეობის, ტერიტორიის ხელშეუხებლობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ითვლება მშვიდობისა და კაცობრიობის [[უსაფრთხოება|უსაფრთხოების]] წინააღმდეგ ჩადენილ უმძიმეს [[საერთაშორისო დანაშაული|საერთაშორისო დანაშაულად]].
  
 
აგრესიის ცნების  თანახმად, აგრესორია ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც პირველი გამოიყენებს შეიარაღებულ ძალებს. გაეროს ყველა წევრი ქვეყანა  თავს იკავებს საგარეო ურთიერთობებში ძალის გამოყენების და მუქარისაგან.   
 
აგრესიის ცნების  თანახმად, აგრესორია ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც პირველი გამოიყენებს შეიარაღებულ ძალებს. გაეროს ყველა წევრი ქვეყანა  თავს იკავებს საგარეო ურთიერთობებში ძალის გამოყენების და მუქარისაგან.   

15:41, 24 მაისი 2018-ის ვერსია

აგრესია - (ლათინური სიტყვა – aggressio – თავდასხმა), თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ცნება. გაეროს წესდების თანახმად, აგრესია არის ერთი სახელმწიფოს მიერ შეიარაღებული ძალების უკანონო გამოყენება მეორე სახელმწიფოს სუვერენიტეტის, მოსახლეობის, ტერიტორიის ხელშეუხებლობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ითვლება მშვიდობისა და კაცობრიობის უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილ უმძიმეს საერთაშორისო დანაშაულად.

აგრესიის ცნების თანახმად, აგრესორია ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც პირველი გამოიყენებს შეიარაღებულ ძალებს. გაეროს ყველა წევრი ქვეყანა თავს იკავებს საგარეო ურთიერთობებში ძალის გამოყენების და მუქარისაგან.

აგრესია შეიძლება იყოს პირდაპირი და არაპირდაპირი (ირიბი). როგორც განსაკუთრებული შემთხვევა გამოყოფენ აგრესიაში თანამონაწილეობას.

სარჩევი

პირდაპირი აგრესია

პირდაპირი აგრესია არის ქვეყნის შეიარღებული ძალების სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეჭრა; სახელმწიფოს ტერიტორიის სამხედრო ოკუპაცია და ანექსია; ერთი სახელმწიფოს მიერ მეორის მიმართ ნებისმიერი იარაღის გამოყენება; ერთი სახელმწიფოს მიერ მეორის სამხედრო ბლოკადა; ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების თავდასხმა მეორე სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებზე.

არაპირდაპირი აგრესია

არაპირდაპირი (ირიბი) აგრესია არის შეიარღებული ძალების შენიღბულად განოყენება სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს შეიარაღებული ძალები მალავენ თავის ქვეყანასთან კავშირს, თუმცა ფაქტიურად მოქმედებენ მათი სახელით და დავალებით. აგრესიაში თანამონაწილეობა მოიცავს ისეთ მოქმედებებს, როგორიც არის ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის აქტის განსახორციელება, რათა მესამე სახელმწიფომ დათმოს ტერიტორია.

აგრესიის ტერმინის განმარტება

გაეროს გენერალური ასამბლეის 29-ე სესიამ 1974 მიიღო აგრესიის ტერმინის განმარტება. გაეროს წესდების 51-ე მუხლის თანახმად განსაზღვრულია, რომ აგრესიულ აქტად არ ჩაითვლება მოვლენა, თუ სახელმწიფო იცავს თავს და იგერიებს შემოტევას, თუნდაც შეტევითი მოქმედებების განხორციელების გზით. გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით აგრესორის წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენონ არასამხედრო ხასიათის სანქციები, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში - გაეროს წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალები.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები