აგრიჩაის ბრძოლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:40, 20 დეკემბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აგრიჩაის ბრძოლა - (1751 წ.), ქართლ-კახეთის მეფეების თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის ლაშქრობა ჭარელი ლეკების წინააღმდეგ.
შაქის ხანმა ჰაჯი-ჩელებიმ ქართველებთან ზავი დაარღვია და ლეკებს მიემხრო. ერეკლემ ალაზანი გადალახა და შაქის სახანოში შეიჭრა. ჰაჯი-ჩელები თავდაცვისათვის კარგად იყო მომზადებული და ლეკის ჯარიც თან ჰყავდა. მდინარე აგრიჩაისთან ბრძოლაში (ალაზნის შენაკადი, ახლანდ. აზერბაიჯანი) ქართველები დამარცხდნენ.