აგროტურიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 26: ხაზი 26:
 
საქართველოში აგროტურიზმის განვითარებას განაპირობებს  ქართული ტრადიციები, ეროვნული და ხალხური ადათ-წესები, სტუმართმასპინძლობის მდიდარი გამოცდილება, რელიგიური  და ისტორიული  ძეგლების მრავალფეროვანება; ლამაზი, ველური და ხელუხლებელი ბუნება, რომელსაც  ნაკლებად შეეხო თანამედროვე ცივილიზაცია. კავკასიონის უნიკალური  ლანდშაფტი, თოვლიანი მწვერვალები, შავი ზღვის სუბტროპიკული ჰავა, გაშლილი დაბლობები და მაღალი მთები უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია ტურისტების მოსაზიდად.
 
სპეციალისტების აზრით, საქართველო ფლობს აგროტურიზმის  განვითარების საკმაოდ  დიდ პოტენციალს. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნებიდან  ჩამოსული ტურისტებისთვის ძალზე  საინტერესო  [[კახეთი]], რაჭა, სვანეთი, სამეგრელო, [[იმერეთი]], გურია, საქართველოს მთიანეთი დაზოგიერთი სხვა რეგიონი, რადგან ასეთი -ეკოლოგიურად სუფთა ადგილები  ნამდვილად იშვიათია  თანამედროვე მსოფლიოში.
+
სპეციალისტების აზრით, საქართველო ფლობს აგროტურიზმის  განვითარების საკმაოდ  დიდ პოტენციალს. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნებიდან  ჩამოსული ტურისტებისთვის ძალზე  საინტერესო  [[კახეთი]], [[რაჭა]], სვანეთი, სამეგრელო, [[იმერეთი]], გურია, საქართველოს მთიანეთი დაზოგიერთი სხვა რეგიონი, რადგან ასეთი -ეკოლოგიურად სუფთა ადგილები  ნამდვილად იშვიათია  თანამედროვე მსოფლიოში.
  
საქართველოში აგროტურიზმის განვითარება დაიწყო 2000 წლიდან, როდესაც შეიქმნა  აგროტურიზმის ეროვნული ასოციაცია, საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დებარტამენტისა  და სოფლის მეურნეობის  სამინისტროს  მხარდაჭერით აღრიცხულ იქნა 2000-მდე გლეხის სახლი  და ფერმერული მეურნეობა, სადაც შესაძლებლად ჩაითვალა  ტურისტების მიღება, გამოიცა პირველი სარეკლამო მასალებიც.
 
მიმდინარე ცვლილება 16:03, 16 იანვარი 2020 მდგომარეობით

Agroturizmi.jpg

აგროტურიზმი - სოფლის ტურიზმის განსაკუთრებული მიმართულება, როდესაც ტურისტი ჩამოდის იმ მიზნით, რომ იცხოვროს ადგილობრივი მოსახლესავით, იმუშაოს მასთან ერთად მინდორში, მოწველოს ძროხა, დაამუშაოს მიწა, იკვებოს მასთან ერთად, ანუ გარკვეული დროით გახდეს მასპინძლის ოჯახის წევრი.

ტურიზმის ეს მიმართულება თითქმის სასოფლო ტურიზმის ანალოგიურია, დიდი პოპულარობით სარგებლობს ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში და მსოფლიოს მრავალ რეგიონში ვითარდება. აგროტურიზმი,როგორც ტურიზმის დამოკიდებული მიმართულება XX საუკუნის მეორე ნახევარში ევროპის კონტინეტზე ჩამოყალიბდა. მსოფლიოში XX-XXI საუკუნის მიჯნაზე ამ მიმართულებით გამოიკვეთა ლიდერი ქვეყნები. თითოეულ ქვეყანაში აგროტურიზმის განვითარებას თან ახლავს თავისებურებანი, რომელიც დამახასიათებელია მხოლოდ ერთი ქვეყნისათვის.

გარკვეულწილად, ამ თავისებურებებს ხსნის ტერმინი, რომლითაც სხვადასხვა ქვეყანაში აგროტურიზმს აღნიშნავენ. ინგლისსა და ზოგიერთ ინგლისურენოვან ქვეყანაში იგი აღინიშნება ტერმინით „სოფლის ტურიზმი“ (Rural Turizm), გერმანულენოვან ქვეყნებში მიღებულია ტერმინი „Bauernhojtourismus“,რაც სიტყვასიტყვით „გლეხის კარ-მიდამოს ტურიზმს“ ნიშნავს, რომანულენოვანი ქვეყნები კი უპირატესობას ტერმინს „აგროტურიზმს“ ანიჭებს, რაც ლათინური წარმომავლობის სიტყვა „აგრო“-სგან (აგროს) და მისგან ნაწარმოები „აგრარული“ -აგრარიუს - „სასოფლო-სამეურნეოდან“ მიმდინარეობს.

ამერიკელი სპეციალისტები საერთაშორისო ტურიზმში ამ მიმართულების აღსანიშნავად გამოყოფენ ტერმინებს: აგროტურიზმი, ფერმერული ტურიზმი, ბუნების ტურიზმი და ა.შ. გერმანელი სპეციალისტები აგროტურიზმს ბუნების ტურიზმის ნაწილად განიხილავენ. მსოფლიო ტურისტულო ორგანიზაციის ექსპერტის, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორ ედვარდ ინსკიპის გარმარტებით: „სოფლის ტურიზმი არის ტურისტების მცირე ჯგუფების მოგზაურობა დასვენების მიზნით სოფლად, ზოგჯერ ცენტრიდან მოშორებულ ტრადიციულ დასახლებაში, ადგილობრივი ტრადიციების და სოფლის ცხოვრების განსაცნობად. ტურისტული ობიექტების მფლობელები და მმართველები სოფლის მცხოვრელები არიან, ხოლო ფერმერული, ანუ აგროტურიზმი გულისხმობს ტურისტების განთავსებას თვით ფერმერთა სახლებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გაცნობის მიზნით, ტურისტები ცხოვრობენ მათ პლანტაციებში და ეცნობიან იქაურ ცხოვრებას; ან ცხოვრობენ მეთევზეთა დასახლებებსა და ოჯახებში და მათთან ერთად გადიან სათევზაოდ“.

Agroturizmi 2.jpg

აგროტურიზმის სისტემა აღსანიშნავია იმით, რომ დასვენება შეიძლება შედარებით მცირე დანახარჯებით. შეიძლება, იცხოვრო შუა საუკუნეების გლეხურ სახლებში, მანსპინძლები ემსახურებიან სტუმრებს ოფიციანტებად, მზარეულებად. სტუმრები მიირთმევენ შინაურ ყველს, ლორს, ხელით ნაკეთებ მაკარონს, ახალმოხარშულ ციკანს, ან ბატკანს, აგრეთვე, ადგილობრივ ღვინოს. არის სხვაობა ფასებში. შეიძლება დაისვენო პატრიციული ეპოქის პლანტაციების გარემოცვაში, მაგრამ ეს შედარებით ძვირი სიამოვნებაა. აქ პრობლემას წარმოადგენს უცხო ენის არცოდნა. ბავშვებისათვის არსებობს სპეციალური პროგრამები, აჩვენებენ, საიდან მიიღება რძე, როგორ გამოიყურება ცოცხალი ცხვარი, თხა, ძროხა, კამეჩი, კურდღელი, ქათმები ინდაური, იხვი, ბატი, ცხენი, სახედარი და სხვე. აწყობენ სეირნობას ცხენებით. მშობლები სიამოვნებით აკვირდებიან ყველის დამზადებას, ვაზის და სხვა კულტურების მოვლას. მათ ასწავლიან ნაციონალური კერძების მომზადებას.

იტალია შეიძლება ჩაითვალოს მსოფლიო ტურიზმის მექად. მიუხედავად ამისა, აქაც აგროტურიზმი, როგორც ტურიზმის სახეობა, შედარებით ახალია. იგი, ძირითადად, განვითარებულია ჩრდილოეთ და ცენტრალურ იტალიაში. ლიდერად ამ საქმეში გვევლინება ტოსკანა და ტრენტინო-სამხრეთ ტიროლი. სადაც აგროტურიზმის განვითარება შესაძლებელი გახდა უკვე არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის საფუძველზე, რასაც ემატებოდა აქაური პეიზაჯების სილამაზე, კულტურულ -ისტორიული ძეგლაბი და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობანი, შესანიშნავი ღვინოები და ხარისხიანი და მრავალფეროვანი ადგილობრივი სამზარეულო. ამ უკანასკნელთა უკეთესი ანალოგიები, რა თქმა უნდა, საქართველოში მრავალადაა, რაც, სათანადო ინფასტრუქტურისათვის მეტი ყურადღების დათმობის შემთხვევაში, ჩვენთან აგროტურიზმის ინტენსიურად განვითარების დიდ შესაძლებლობებზე მიგვანიშნებს. 90-იანი წლებიდან აგროტურიზმი ძალიან პოპულარული გახდა. ოჯახები არა მარტო შვებულებას ატარებენ სოფელში, არამედ უქმე დღეებსაც.

აგროტურიზმი იმათაა აღსანიშნავი, რომ იგი მთელი წელი „მუშაობს“, ზოგიერთ ქვეყანაში სოფლებს თვითმყოფადობა შეუნარჩუნა, შემუშავებულია აგროტურიზმის განვითარების სპეციალური პროგრამა, რომელიც ახორციელებს სასოფლო სახლების რესტავრაციას და ნაციონალური სტილით გაფორმებას თანამედროვე კომფორტის და სიმყუდროვის შენარჩუნებით. ტურისტებს საშვალება ეძლევათ, გაეცნონ ადგილობრივ კულტურას, ტრადიციებს, ფოლკლორს, დაისვენონ მთიან და ბარის სოფლებში, სურვილისამებრ, იარონ ზღვის ნაპირზე, შეუძლიათ მონაწილეობის მიღება ყურძნის კრეფასა და დაწურვაში, მოსავლის აღება-დაბინავებაში.

თვითმყოფადი ფოლკლორი, ხელოვნება, ეროვნული ტანსაცმელი, ტრადიციები და ღირებულებათა სისტემა -ყველაფერი ეს, ერთად აღებული, შეადგენს ამა თუ იმ რეგიონის კულტურას. ასეთი კულტურული მემკვიდრეობა იზიდავს ტურისტებს. იმის მიუხედავად, თუ როგორ ავითარებენ ტურიზმს და მართავენ დარგს, კულტურული მემკვიდრეობა შეიძლება შენარჩუნებულ, აღდგენილ იქნეს, ან საერთოდ დაიკარგოს. უაღრესად მნიშვნელოვანია განვითარების ნებისმიერი სტრადეგიისათვის რეგიონის უნიკალური ისტორიული, კულტურული და სოციალური თვითმყოფადობის შენარჩუნება.

[რედაქტირება] აგროტურიზმის მდგრადი განვითარების კონცებცია

სწორედ ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება აგროტურიზმის მდგრადი განვითარების კონცებციას, რომელიც შეიმუშავა ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირმა:

„მდგრადი განვითარება ეწოდება პროვესს, რომლის ფარგლებში შესაძლებელი ხდება განვითარება რესურსებისათვის ზიანის მიყენების გარეშე, რაც,როგორც წესი, მიიღწევა ან რესურსების ისეთი გამოყენების წესით, როცა ისინი იმ სისწრაფით აღდგებიან, რა სისწრაფითაც ვხარჯავთ, ან ხდება ნელა აღდგენადი რესურსებიდან სწრაფად აღდგენად რესურსებზე გადასვლა. მხოლოდ ასეთი მიდგომითაა შესაძლებელი, რესურსებით ისარგებლონ როგორც დღევანდელმა, ისე მომავალმა თაობებმა“.

[რედაქტირება] აგროტურიზმის განვითარება საქართველოში

საქართველოს უძველესი აგრარული ტრადიციების ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში. საყოველთაოდ არის ცნობილი ქართული ვაზის ჯიშების მოვლის, უნიკალური ღვინის წარმოებისა და შენახვის უძველესი ტრადიციები, რომელსაც დღესაც მისდევს ქართველი გლეხი. გარდა სოფლის ცხოვრებისა, საქართველოს სოფლებში ტურისტს შეუძლია, ცხენით იმოგზაუროს ულამაზეს მთებსა და ხეობებში, დაათვალიეროს ანტიკური და შუა საუკუნეების ქალაქები, საერო და საეკლესიო არქიტეკტურული, მონუმენტური მხატვრობის, ხალხური ხუროთმოძღვრების უმშვენიერესი ძეგლები.

საქართველოში აგროტურიზმის განვითარებას განაპირობებს ქართული ტრადიციები, ეროვნული და ხალხური ადათ-წესები, სტუმართმასპინძლობის მდიდარი გამოცდილება, რელიგიური და ისტორიული ძეგლების მრავალფეროვანება; ლამაზი, ველური და ხელუხლებელი ბუნება, რომელსაც ნაკლებად შეეხო თანამედროვე ცივილიზაცია. კავკასიონის უნიკალური ლანდშაფტი, თოვლიანი მწვერვალები, შავი ზღვის სუბტროპიკული ჰავა, გაშლილი დაბლობები და მაღალი მთები უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია ტურისტების მოსაზიდად.

სპეციალისტების აზრით, საქართველო ფლობს აგროტურიზმის განვითარების საკმაოდ დიდ პოტენციალს. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებისთვის ძალზე საინტერესო კახეთი, რაჭა, სვანეთი, სამეგრელო, იმერეთი, გურია, საქართველოს მთიანეთი დაზოგიერთი სხვა რეგიონი, რადგან ასეთი -ეკოლოგიურად სუფთა ადგილები ნამდვილად იშვიათია თანამედროვე მსოფლიოში.

საქართველოში აგროტურიზმის განვითარება დაიწყო 2000 წლიდან, როდესაც შეიქმნა აგროტურიზმის ეროვნული ასოციაცია, საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დებარტამენტისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით აღრიცხულ იქნა 2000-მდე გლეხის სახლი და ფერმერული მეურნეობა, სადაც შესაძლებლად ჩაითვალა ტურისტების მიღება, გამოიცა პირველი სარეკლამო მასალებიც.

ცხადია, მომავალში ტურიზმის ეს მიმართულება ქართული სახელმწიფოსგან სერიოზულ ყურადღებას და მხარდაჭერას საჭიროებს, რასაც აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური ეფექტი.

[რედაქტირება] წყარო

  • საოჯახო ტურისტული ბიზნესი = Family tourist industry : ორგანიზაციისა და მართვის თავისებურებანი : [კრებული] / საქ. მთის მოყვარულთა კავშირი ; [შემდგ.: დ. გაბუნია და სხვ. ; რედ. თენგიზ გაჩეჩილაძე]. - თბ., 2005. - 73გვ. : ილ. ; 20სმ.
  • პური ჩვენი არსობისა: წიგნი I/ სოფლის მეურნეობა/,-ავტ: თამაზ კუნჭულია, შოთა კიკალიშვილი თბილისი: პალიტრა L, -2016
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები