აგუნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აგუნა - წარმართობის ხანის ვენახის ღვთაება დასავლეთ საქართველოში. მისი სახელი მხოლოდ გადაძახებაში შემორჩა.

გურიაში ახალწლის ღამით ანთებული თაფლის სანთლებით ჩამოივლიდნენ მარნებს, თავდაყირავებულ საწნახელზე ნაჯახის ყუით დააკაკუნებდნენ და დასძახებდნენ: „აგუნა, აგუნა, შემოდი ჩვენსას, გადმოიარე ბახვი და ასკანა! ჩვენ მამულში ყურძენი, სხვის მამულში ფურცელი..!“ დაიმედებულნი, რომ აგუნა დოვლათით აავსებდა მათ ვენახებს, გამართავდნენ ლხინსა და პურობას.


იხილე აგრეთვე

აგუნა

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები