აგუფ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:01, 21 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აგუფ (აგοჷფ)

1. ჯგუფი;
2. გუნდი. თავდაპირველად, მიგრანტების (თანამედროვე აფხაზების წინაპრების) მეურნეობაში თხა („აჯმა“) და ცხვარი („ავასა“) ჭარბობდა. ისინი თემში შეამხანაგდებოდნენ და მწყემსურ კოლექტივს აგუფს ქმნიდნენ, რომ წვრილფეხა საქონელი ჩრდილო კავკასიაში დარჩენილ და არსებულ საკუთარი მთების საძოვარზე გადაეყვანათ. მართალია, მათთვის და პირუტყვისთვისაც გზა ძნელი გასავლელი იყო, მაგრამ იქ მამა-პაპათა სათემო და ზოგჯერ კერძო მფლობელობაში არსებული საძოვრები ეგულებოდათ. აგუფ (აგοჷფ) ასევე ეწოდებოდა ერთი თემის ან სოფლის, მაგრამ სხვადასხვა გვარის მწყემსთა წარმომადგენლების ჯგუფს. აგუფ (აგοჷფ) ჯგუფი მონადირეებისა, მოლაშქრეებისა.



წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები