ადგილობრივი თავდაცვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადგილობრივი თავდაცვა - მთელი რიგი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში იმ საშიშროებებისაგან დაცვის ღონისძიებათა სისტემა, რომლებიც წარმოიშობა საომარი მოქმედებისა და საგანგებო სიტუაციების დროს. ხორციელდება გარნიზონებში, სამხედრო ობიექტებზე (არსენალი, ბაზა, საწარმოო, ორგანიზაცია, დაწესებულებები, სამხედრო სასწავლებლები) და სამხედრო ქალაქებში;

ადგილობრივი თავდაცვა საერთო-სახელმწიფოებრივი დაცვის სისტემის შემადგენელი ნაწილია. ადგილობრივი თავდაცვის ორგანიზებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება სხვადასხვა დონის სამხედრო ხელმძღვანელობას (სარდლებს, მეთაურებს).



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები