ავგურები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
04:38, 17 დეკემბერი 2015-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავგურები – რომ. ქურუმები, რომლებიც ჩიტების ფრენითა და ციური მოვლენებით წინასწარმეტყველებდნენ მომავალს.

ეს იყო რომის ქურუმთა კოლეგია, რომელმაც იარსება ქრისტიანობის საბოლოო გამარჯვებამდე. განათლებული რომაელები უკვე ძვ.წ. I საუკუნეში მასხრად იგდებდნენ ავგურებს. სახელოვანი მჭევრმეტყველის, ციცერონის გადმოცემით, თავად ავგურები ვერ იკავებდნენ სიცილს, როდესაც უმზერდნენ მათ მორწმუნეებს.

შემორჩა გამოთქმა „ავგურის ღიმილი“. ასე უწოდებენ იმ კაცს, სხვას რომ აცდუნებს, თუმცა კი თავად კარგად იცის სიმართლე.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები