ავტონომია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავტონომია - (αύτονομία), ბერძნული პოლისის ერთ-ერთი მთავარი იდეა. ის არა მხოლოდ თვითმმართველობის უფლებას ნიშნავდა, არამედ საკუთარი კანონისა და მოწყობის გამოყენების შემძლეობას. აქედან გამომდინარე აცხადებდა სწორედ სპარტა, რომ ის ბერძნული სახელმწიფოების ავტონომიისათვის იბრძოდა, რომლებიც ათენის იმპერიის შემადგენლობაში მყოფნი იძულებულნი იყვნენ, რომ თავიანთ ქვეყნებში დემოკრატიული მმართველობა დაემყარებინათ. ავტონომია უმეტესწილად დაკავშირებული იყო თავისუფლების იდეასთან. ავტონომია იდეალში ასევე მოითხოვდა ეკონომიკური თვითკმარობის - ავტარკეიას საკმაოდ მაღალ ხარისხს. მიუხედავად იმისა, რომ ავტონომია უმთავრესად თითოეული პოლისის შიდა მოწყობასა და მის კულტურულ ცხოვრებასთან იყო მიმართებაში, იგი ბერძენთა შორის პოლიტიკური ერთობის შექმნის ყველა მცდელობის ჩაშლის მთავარ მიზეზად გვევლინება.




წყარო

დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო (ენციკლოპედიური ცნობარი), რედაქტორი ქეთევან აბესაძე, თბილისი, 2012.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები