აზერბაიჯანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:34, 5 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აზერბაიჯანი – (Azərbaycan Respublikasi – აზერბაიჯანის რესპუბლიკა). სახელწიფო ამიერკავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში. საქართველოს მეზობელი აღმოსავლეთით. აზერბაიჯანს აღმოსავლეთით ესაზღვრება კასპიის ზღვა. ფართობი 86,6 ათ. კმ2. მოსახლეობა 9,2 მლნ. კაცი (2012), დაახლოებით 85% აზერბაიჯანელები, დანარჩენი დაღესტნური ეთნიკური ჯგუფები, რუსები, თათრები და სხვა. ოფიციალური ენა – აზერბაიჯანული. დედაქალაქი – ქ. ბაქო. ადმინისტრაციული დაყოფა – 69 რაიონი, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა.

აზერბაიჯანის პარლამენტმა 1991 წელს გააუქმა მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის სტატუსი. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანო – მილი მეჯლისი (ერთპალატიანი პარლამენტი), აღმასრულებელი ხელისუფლება – მინისტრთა კაბინეტი (მთავრობა). სსრ კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლის შემდეგ, 1991 წლის 30 აგვისტოს, გამოცხადდა თანამედროვე აზერბაიჯანის რესპუბლიკა.

აზერბაიჯანი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა. ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს ნავთობმოპოვება და ნავთობგადამუშავება. განვითარებულია ქიმიური, ნავთობქიმიური, მანქანათმშენებლობის, მეტალურგიული, მსუბუქი და კვების მრეწველობა. სოფლის მეურნეობა სპეციალიზებული სუბტროპიკული მცენარეების მოყვანასა და მეცხოველეობაზე. რკინიგზის ქსელის სიგრძე – 2,1 ათასი კმ. სამანქანო გზების – 27,3 კმ., აქედან 25,8 ათასი კმ. მყარი საფრით. საზღვაო პორტებია: ბაქო, აფშერონი. საერთაშორისო აეროპორტი – ბაქო. შეიარაღებული ძალები შეიცავს სახმელეთო ჯარებს, სამხედრო- საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალებს. საერთო რაოდენობა – 128 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 85 ათ., შეიარაღებაში აქვთ 700-მდე ტანკი, 1100-მდე საბრძოლო დაჯავშნული მანქანა, 700-ზე მეტი ქვემეხი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და ნაღმსატყორცნი. სამხედრო-საჰაერო ძალებს – 15 ათ. კაცი, შეირაღებაში აქვს 185 საბრძოლო თვითმფრინავი, 115-მდე საბრძოლო ვერტმფრენი, 70 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი. სამხედრო-საჰაერო ბაზები განლაგებულია: განჯაში, დალიარში, სიტალგაიში. სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაშია 3,5 ათ. კაცი, 40-მდე საბრძოლო ხომალდი და კატარღა. სამხედრო-საზღვაო ბაზა – ბაქო. დაკომპლექტება ხორციელდება შერეული მეთოდით.

რეზერვი 300 ათ. კაცი. გასამხედროებული ფორმირებაა სასაზღვრო ჯარები 7 ათ., შინაგანი ჯარი – 15 ათ., ეროვნული გვარდია 2,5 ათ. კაცი.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები