აირსადენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აირსადენი

აირსადენი – გრძელი მილი აირის დიდ მანძილზე ტრანსპორტირებისათვის. მის შემადგენლომაში შედის: ნავთობაირული არმატურა, ონკანები, ჩამკეტები, საკომპრესორო სადგური, აირგამანაწილებელი სადგურ(ებ)ი და აირის სარეგულირებელი პუნქტი.

სახეობის მიხედვით არის:
მიწისზედა, მიწისქვეშა და წყალქვეშა;

მილში წნევის მიხედვით:

  1. მაგისტრალურ აირსადენში: I კატეგორია – წნევა 10 მპა-მდე, II კატეგორია – წნევა 2,5 მპა-მდე;
  2. გამანაწილებელ აირსადენში: დაბალი წნევის (0,005 მპა-მდე), საშუალო წნევის (0,005-0,3 მპა), მაღალი წნევის: I კატეგორია (0,6-1,2 მპა), Iა კატეგორია (მეტი 1,2 მპა-ზე) და II კატეგორია (0,3-0,6 მპა).

მსოფლიოში მოქმედი ყველაზე გრძელი აირსადენებია:

  1. „დასავლეთი-აღმოსავლეთი“, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, სიგრძე 8704 კმ;
  2. თურქმენეთი-ჩინეთი“, თურქმენეთი-უზბეკეთი-ყაზახეთი-ჩინეთი, ≈7000 კმ;
  3. „შუა აზია-ცენტრი“, თურქმენეთი-უზბეკეთი-ყაზახეთი-რუსეთი, ≈5000 კმ;
  4. „ურენგოი-პომარი-უჟგოროდი, რუსეთი-უკრაინა, 4451 კმ;
  5. „ტენესი“ (Tennessee), აშშ, 300 კმ;
  6. ბოლივია-ბრაზილია“, 3150 კმ;
  7. „როკის ექსპრესი“ (Rockies Express), აშშ, 2702 კმ;
  8. ირანი-თურქეთი“, 2577 კმ;
  9. ტრანსხმელთაშუაზღვის აირსადენი (Transmediterranian pipeline, TransMed), ალჟირი-ტუნისი-იტალია, 2475 კმ;
  10. „იამალ-ევროპა“, რუსეთი-ბელორუსია-პოლონეთი-გერმანია, მეტი 2000 კმ-ზე და სხვ.

არსებობს აირსადენის სახეები:
გამანაწილებელი, გამოსაბოლქვი, გარე, დაბალი წნევის, დასახლებათშორისი, ერთ-, ორ-, სამ- და მრავალსაფეხურიანი, მაგისტრალური, მაღალი წნევის, მიმყვანი, მიწისზედა, მიწისქვეშა, პოლიეთილენის, რგოლური, სარეზერვო, საშუალო წნევის, სპილენძის, ფოლადის, შემწოვი, შერეული, შიგა, ჩიხური, წყალქვეშა და სხვა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები