ალასანია ირაკლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ირაკლი ალასანია – დაიბადა 1973 წლის 21 დეკემბერს ბათუმში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი (1995).
სამუშაო გამოცდილება
- 2017-დან – შპს სოდი ინვესტმენტის დირექტორი;
- 2012-2014 – საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი / საქართველოს თავდაცვის მინისტრი;
- 2012-მდე – საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროსთან;
- საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი მოლაპარაკებებში აფხაზურ მხარესთან;
- 2004 – თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე;
- 2004-2006 – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;
- 2002-2004 – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე;
- 2001 – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამართალდამცავი და სპეციალური სამსახურების დეპარტამენტის უფროსი;
- 1999-2000 – აშშ-ში საქართველოს საელჩოს მეორე მდივანი;
- 1998 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს დეპარტამენტის მესამე მდივანი;
- 1994-1998 – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კონტრდაზვერვის სამსახური.
ფრობს: ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებს.
სახელმწიფო ჯილდო
ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი პოლიტიკოსები
- ქართველი დიპლომატები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- საქართველოს თავდაცვის მინისტრები
- 2012-2016 წლების საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების წევრები
- ალიანსი საქართველოსთვის წევრები
- ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების წევრები
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეები
- ალასანიები