ალბანეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ალბანეთი''' (ალბანეთის რესპუბლიკა) – სახელმწიფო ბალკანეთის ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ალბანეთი“ გადაიტანა გვერდზე „ალბანეთის რესპუბლიკა“)

12:27, 9 ოქტომბერი 2017-ის ვერსია

ალბანეთი (ალბანეთის რესპუბლიკა) – სახელმწიფო ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. დასავლეთიდან ესაზღვრება ადრიატიკის და იონიის ზღვები. ფართობი 28,7 ათ. კმ2, მოსახლეობა 3,1 მლნ კაცი (2012), 98% ალბანელი. ოფიციალური ენა – ალბანური. დედაქალაქი – ქ. ტირანა. ადმინისტრაციული დაყოფა – 35 რეტი (ოლქი).


ალბანეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და საკანონმდებლო ორგანო – სახალხო კრება (ერთპალატიანი პარლამენტი). ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანო – მინისტრთა საბჭო (მთავრობა). ალბანეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა 1912 წლიდან. ნატოს წევრი ქვეყანაა.


ალბანეთი აგრარულ-ინდუსტრიული ქვეყანაა, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი სახელმწიფო. აწარმოებს ქრომის, რკინანიკელის, ბრინჯაოს მადნის, ნახშირის და ნავთობის მოპოვებას.


საზღვაო პორტებია: დურესი, ვლიორა, შემგინი, სარანდა. საერთაშორისო აეროპორტი – რინასი (ტირანა). შეიარაღებული ძალების საერთო რაოდენობა არის 10,6 ათ. (2012), რეზერვი – 4,5 ათ. კაცი. მათ შორის სახმელეთო ჯარებში 8,1 ათ., სამხედრი-საჰაერო – 1,4 ათ. და სამხედროსაზღვაო ძალებში 1,1 ათ. კაცი.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები