ალბანეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალბანეთის დროშა

ალბანეთი - (ალბანეთის რესპუბლიკა) – სახელმწიფო ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. დასავლეთიდან ესაზღვრება ადრიატიკის და იონიის ზღვები.

ფართობი - 28,7 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 3,1 მლნ კაცი (2012), 98% ალბანელი.

ოფიციალური ენა – ალბანური.

დედაქალაქი – ქ. ტირანა.

ადმინისტრაციული დაყოფა – 35 რეტი (ოლქი).


ალბანეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და საკანონმდებლო ორგანო – სახალხო კრება (ერთპალატიანი პარლამენტი).


ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანო – მინისტრთა საბჭო (მთავრობა). ალბანეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა 1912 წლიდან. ნატოს წევრი ქვეყანაა.


ალბანეთი აგრარულ-ინდუსტრიული ქვეყანაა, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი სახელმწიფო. აწარმოებს ქრომის, რკინანიკელის, ბრინჯაოს მადნის, ნახშირის და ნავთობის მოპოვებას.


საზღვაო პორტებია: დურესი, ვლიორა, შემგინი, სარანდა. საერთაშორისო აეროპორტი – რინასი (ტირანა).

შეიარაღებული ძალების საერთო რაოდენობა არის 10,6 ათ. (2012), რეზერვი – 4,5 ათ. კაცი. მათ შორის სახმელეთო ჯარებში 8,1 ათ., სამხედრი-საჰაერო – 1,4 ათ. და სამხედროსაზღვაო ძალებში 1,1 ათ. კაცი.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები