ალექსანდრე დიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:43, 11 აგვისტო 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე მაკედონელი, ბიუსტი

ალექსანდრე მაკედონელი - ალექსანდრე დიდი (ძვ.წ. 356–323), მაკედონიის მეფე 336 წლიდან. მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე. არისტოტელეს აღზრდილი.

სამხედრო სკოლა გაიარა მამის, მეფე ფილიპე II-ის, ჯარებში. შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი ომებში გაატარა. 334 წელს წამოიწყო ლაშქრობა აქემენიდების სახელმწიფოს წინააღმდეგ. დაამარცხა სპარსელები გრანიკოსთან (334), ისოსთან (333), გავგამელთან (331). ირანის დაპყრობის შემდეგ დალაშქრა შუა აზია (329–328) და შეიჭრა ინდოეთში (327), მაგრამ წააწყდა საკუთარი არმიის წინააღმდეგობას, რომელიც დაქანცული იყო განუწყვეტელი ლაშქრობებით, ამიტომ იძულებული გახდა შეეწყვიტა წინსვლა (325). გეგმავდა ახალ ლაშქრობებს, მაგრამ მოულოდნელად გარდაიცვალა. ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ მალე დაიშალა მის მიერ შექმნილი უზარმაზარი იმპერია, რომელიც მოკლებული იყო შინაგან სიმტკიცეს.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

მაკედონური არმია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები