ალექსანდრე I დიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ალექსანდრე I დიდი'''  - [[საქართველო]]ს მეფე 1412-1442 წწ., მეფე კონსტანტინე I-ისა და [[ქუცნა ამირეჯიბი]]ს ასულის, ნათიას, ძე. ალექსანდრე  I–ის დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. ვარაუდობენ, რომ იგი დაიბადა 1382-1390 წლებს შორის. გამეფებამდე 5 წლის განმავლობაში (1407-1412) ალექსანდრე  I მამასთან უთანხმოების გამო (მიზეზი უცნობია) ცხოვრობდა სამცხის მთავარ ივანეს კარზე.  
+
'''ალექსანდრე I დიდი'''  - [[საქართველო]]ს მეფე 1412-1442 წწ., მეფე კონსტანტინე I-ისა და [[ქუცნა ამირეჯიბი]]ს ასულის, [[ნათია ამირეჯიბი|ნათიას]], ძე. ალექსანდრე  I–ის დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. ვარაუდობენ, რომ იგი დაიბადა 1382-1390 წლებს შორის. გამეფებამდე 5 წლის განმავლობაში (1407-1412) ალექსანდრე  I მამასთან უთანხმოების გამო (მიზეზი უცნობია) ცხოვრობდა სამცხის მთავარ ივანეს კარზე.  
  
 
ალექსანდრე  I ტახტზე ასვლა მოუხდა საქართველოსთვის უმძიმეს პერიოდში. [[თემურლენგი]]ს და შემდეგ თურქმანთა შემოსევების შედეგად ერთიანი ქართული მონარქია ეკონომიკურად გაჩანაგებულ და პოლიტიკურად დასუსტებულ ქვეყანას წარმოადგენდა. ალექსანდრე  I-ის პოლიტიკა საქართველოს მთლიანობის შენარჩუნების, თავაშვებული მთავრების სეპარატისტული მისწრაფებების ალაგმვისა და ქვეყნის მეურნეობის აღორძინებისკენ იყო მიმართული. მეფობის დასაწყისშივე მას მოუხდა დასავლეთ საქართველოში გადასვლა და სამეგრელოსა და აფხაზეთის მთავრების, მოგვიანებით კი – სამცხის მთავრის დამორჩილება (1414-1415).  
 
ალექსანდრე  I ტახტზე ასვლა მოუხდა საქართველოსთვის უმძიმეს პერიოდში. [[თემურლენგი]]ს და შემდეგ თურქმანთა შემოსევების შედეგად ერთიანი ქართული მონარქია ეკონომიკურად გაჩანაგებულ და პოლიტიკურად დასუსტებულ ქვეყანას წარმოადგენდა. ალექსანდრე  I-ის პოლიტიკა საქართველოს მთლიანობის შენარჩუნების, თავაშვებული მთავრების სეპარატისტული მისწრაფებების ალაგმვისა და ქვეყნის მეურნეობის აღორძინებისკენ იყო მიმართული. მეფობის დასაწყისშივე მას მოუხდა დასავლეთ საქართველოში გადასვლა და სამეგრელოსა და აფხაზეთის მთავრების, მოგვიანებით კი – სამცხის მთავრის დამორჩილება (1414-1415).  

14:03, 30 ოქტომბერი 2020-ის ვერსია

ალექსანდრე I დიდი - საქართველოს მეფე 1412-1442 წწ., მეფე კონსტანტინე I-ისა და ქუცნა ამირეჯიბის ასულის, ნათიას, ძე. ალექსანდრე I–ის დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. ვარაუდობენ, რომ იგი დაიბადა 1382-1390 წლებს შორის. გამეფებამდე 5 წლის განმავლობაში (1407-1412) ალექსანდრე I მამასთან უთანხმოების გამო (მიზეზი უცნობია) ცხოვრობდა სამცხის მთავარ ივანეს კარზე.

ალექსანდრე I ტახტზე ასვლა მოუხდა საქართველოსთვის უმძიმეს პერიოდში. თემურლენგის და შემდეგ თურქმანთა შემოსევების შედეგად ერთიანი ქართული მონარქია ეკონომიკურად გაჩანაგებულ და პოლიტიკურად დასუსტებულ ქვეყანას წარმოადგენდა. ალექსანდრე I-ის პოლიტიკა საქართველოს მთლიანობის შენარჩუნების, თავაშვებული მთავრების სეპარატისტული მისწრაფებების ალაგმვისა და ქვეყნის მეურნეობის აღორძინებისკენ იყო მიმართული. მეფობის დასაწყისშივე მას მოუხდა დასავლეთ საქართველოში გადასვლა და სამეგრელოსა და აფხაზეთის მთავრების, მოგვიანებით კი – სამცხის მთავრის დამორჩილება (1414-1415).

ქვეყნის შიგნით წესრიგის დამყარების პარალელურად ალექსანდრე I ატარებდა მნიშვნელოვან ღონისძიებებს სოფლის მეურნეობის აღდგენისა და დაცარიელებული დაბებისა და სოფლების აღორძინების გზაზე. მისი ზრუნვის ერთ-ერთი მთავარი საგანი იყო მტრის შემოსევების შედეგად დანგრეული ციხეებისა და ეკლესია-მონასტრების აღდგენა. მისი მეფობის პერიოდში აღდგენილ იქნა სვეტიცხოვლის, რუისის საკათედრო ტაძრები, გარეჯის უდაბნოს მონასტრები და თემურლენგის შემოსევების დროს დაქცეულ-გავერანებული სხვა ტაძრები. ზრუნავდა საზღვარგარეთ არსებულ ქართულ მონასტრებზე, განაახლა ათონის ქართული მონასტრის სასნეულო და სენაკები. სვეტიცხოვლის (აღდგენა დაიწყო ალექსანდრე I-ის ბებია რუსა ამირეჯიბმა) და სხვა ტაძრების აღდგენისათვის ალექსანდრე I-მა დააწესა საგანგებო გადასახადი, კომლზე 40 თეთრი, რომელიც ძირითადი აღდგენითი სამუშაოების დამთავრების შემდეგ გააუქმა. 1440 წ. ერთ-ერთ სიგელში ალექსანდრე I აცხადებს: „ვიგულსმოდგინე ყოველთავე საქართველოსა ციხეთა და საყდართა აღშენებად. მას ჟამსა შემოსავალი ჩუენისა სახლისა არსით რა იყო და ამად საქართველოს კუამლსა ზედა ორმოცი თეთრი მალად განვაჩინე და... რაოდენნი საქართველოს ციხენი, საყდარნი და მონასტერნი არიან, ყოველნივე სრულიად ახლად აღვაშენენ და შევამკუენ და აწ ჩუენსავე ჟამსა შიგან ამოგვიკუეთია“.

ალექსანდრე I-ის საეკლესიო პოლიტიკა ქართული ეკლესიის მთლიანობის შენარჩუნებას, ეკლესიის განმტკიცებას და მისი ავტორიტეტის ზრდას ემსახურებოდა. მისი მეფობის წლებში მოღვაწე კათოლიკოს-პატრიარქები ელიოზი, მიქელ VI, თეოდორე III, დავით III და შიო II აქტიურად მონაწილეობდნენ აღმშენებლობით საქმიანობაში და მხარს უჭერდნენ ალექსანდრე I-ის პოლიტიკას. მეფე და პატრიარქები მედგრად აღუდგნენ წინ სამცხის ეპარქიების მღვდელმთავართა ნაწილის სეპარატისტულ მისწრაფებებს. ალექსანდრე I-ის ერთ-ერთი შვილი, დავითი, შემონაზვნებული იყო და მამის სიცოცხლეშივე ეკავა კათოლიკოსის ტახტი (დავით II, დაახლ. 1425/26-1428).

ალექსანდრე I-ის მეფობის პერიოდში, 1438-1439 წწ., მიმდინარეობდა ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრება, რომლის მიზანი იყო უნიის დადება კათოლიკეთა და მართლმადიდებელთა შორის. კრების მონაწილე ქართულმა დელეგაციამ – საქართველოს მეფის წარმომადგენლებმა და ქართველმა მღვდელმთავრებმა – არ მიიღო უნიის პირობები და ბოლომდე იცავდა მართლმადიდებლურ სწავლებას.

1431 წელს ალექსანდრე I–მა საქართველოს დაუბრუნა ჯერ კიდევ თემურლენგის პირველი შემოსევების დროს დაკარგული ლორე. ლაშქრობის წინ ქართველი მეომრები დალოცა და მათ გამამხნევებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პატრიარქმა, თეოდორე III-მ.

ალექსანდრე I დიდად ზრუნავდა ეკლესია-მონასტრების არა მხოლოდ აღდგენაზე, არამედ მათ მატერიალურ მდგომარეობაზე. მან მცხეთას შესწირა რამდენიმე მონასტერი და სოფელი, აგრეთვე არმაზის ციხე მისი საბაჟო შემოსავლით.


1441 წ. ალექსანდრე I-მა მცხეთის სვეტიცხოველში „ცალკე ახალი ეკუტერი“ ააშენა „საუკუნოდ საყოფელად“. იმავე წელს მან აღაპი დაიდგინა, ერთი ზუარი ააშენა და მისი ნახევარი სვეტიცხოველს შესწირა.

1440 წ. საქართველოს შემოესია შავბატკნიან თურქმანთა ლაშქარი ჯეჰან-შაჰის მეთაურობით, რომელმაც საშინელი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ სამშვილდე და თბილისი ააოხრა. ამის შემდეგ ალექსანდრე I-ს დიდხანს აღარ უმეფია – 1442 წ. იგი ათანასეს სახელით ბერად აღიკვეცა და გარეჯაში დამკვიდრდა.

თ. მოდებაძე
ზ. აბაშიძე

ლიტერატურა

ლომინაძე ბ., XV საუკუნის საქართველოს ქრონოლოგიიდან, კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბ., 1966; მისივე, საქართველო XV საუკუნის პირველ ნახევარში, წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 4, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3).


წყარო

საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები