ალექსიძე ლევან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:33, 19 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლევან ალექსიძე – დაიბადა 1926 წლის 5 ივნისს თბილისში. — საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი; მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი; საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. ღირსების ორდენის კავალერი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1946).
სამუშაო გამოცდილება – ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
- 1-ლი მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-91) საქართველოს კომპარტიისაგან, საგარეო ურთიერთობათა კომისიის წევრი, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე;
- საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992);
- საქართველოს პრეზიდენტის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი საერთაშორისო სამართლის საკითხებზე (1993-2003).
- თსუ საერთაშორისო სამართლის კათედრის გამგე 1997 წლიდან.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი მეცნიერები
- ქართველი პედაგოგები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 1990-1991 წლების საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები
- საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- ალექსიძეები