ალიანსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:13, 6 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ალიანსი - ოფიციალური შეთანხმების (საერთაშორისო ხელშეკრულების) შედეგი, რომელიც ორი ან მეტი ქვეყნის მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად შეთანხმებულ მოქმედებას ითვალისწინებს. ალიანსში გამოიკვეთება ხელშეკრულებაში მონაწილე მხარეების საერთო ინტერესები.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი 2017.