ალიზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ალიზი''' — სააგურე, თიხა მიწა, ქართლში გამოუმწვარი, ზ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ალიზი''' — სააგურე, თიხა მიწა, [[ქართლი|ქართლში]] გამოუმწვარი, ზოგჯერ, ბზანარევი [[აგური]]. ზოგადად ალიზი იყო ქვიშა, ცემენტის ნარევი ხსნარი, რომელსაც ქვის, აგურის ანდა „ბლოკით” ნაგებობათა მშენებლობისას იყენებდნენ. იგი გამოუწვავი, მზეზე გამომშრალიბლოკიც იყო, რომელსაც ასევე საშენ მასალად ხმარობდნენ.  
+
'''ალიზი''' — სააგურე, თიხა მიწა, [[ქართლი|ქართლში]] გამოუმწვარი, ზოგჯერ, ბზანარევი [[აგური (სამშენებლო მასალა)|აგური]]. ზოგადად ალიზი იყო ქვიშა, ცემენტის ნარევი ხსნარი, რომელსაც ქვის, აგურის ანდა „ბლოკით” ნაგებობათა მშენებლობისას იყენებდნენ. იგი გამოუწვავი, მზეზე გამომშრალიბლოკიც იყო, რომელსაც ასევე საშენ მასალად ხმარობდნენ.  
  
ალიზი ხელითა თუ ყალიბით თიხის, ქვიშის, თივის ანდა ნამჯის ნარევისაგან მზადდებოდა. ცნობილი იყო მართკუთხა, კვადრატული, ძირბრტყელა და ამოზნექილ ფორმის ალიზი. ალიზის დამზადება ქართული აგურის ჭრის დროს გამოყენებული ყველა წესის თანმიმდევრობით მეორდებოდა. განსხვავება მხოლოდ საშენი მასალის შეზავებაში იყო.  
 
14:55, 27 იანვარი 2020-ის ვერსია

ალიზი — სააგურე, თიხა მიწა, ქართლში გამოუმწვარი, ზოგჯერ, ბზანარევი აგური. ზოგადად ალიზი იყო ქვიშა, ცემენტის ნარევი ხსნარი, რომელსაც ქვის, აგურის ანდა „ბლოკით” ნაგებობათა მშენებლობისას იყენებდნენ. იგი გამოუწვავი, მზეზე გამომშრალიბლოკიც იყო, რომელსაც ასევე საშენ მასალად ხმარობდნენ.

ალიზი ხელითა თუ ყალიბით თიხის, ქვიშის, თივის ანდა ნამჯის ნარევისაგან მზადდებოდა. ცნობილი იყო მართკუთხა, კვადრატული, ძირბრტყელა და ამოზნექილ ფორმის ალიზი. ალიზის დამზადება ქართული აგურის ჭრის დროს გამოყენებული ყველა წესის თანმიმდევრობით მეორდებოდა. განსხვავება მხოლოდ საშენი მასალის შეზავებაში იყო.

ადრე საქართველოს კუთხეებში საალიზედ განკუთვნილი დალბობილი მიწის დამუშავება ცხენების საშუალებით ხდებოდა, რადგან ბზენარევ ტალახს კაცი ვერ დაზელდა. ალიზის მოჭრის წინ კალაპოტს წყალში ასველებდნენ - „უწყლოდ ალიზი არ ამოვიდოდა”. კალოზე დაწყობილ ალიზს სამი დღის შეშრობის შემდეგ „ფეხზე აყენებდნენ”, გამშრალს აგურის მსგავსად „ხარაგად დააწყობდნენ” და კარგად გახმობის შემდგომ დანიშნულებისამებრ გამოიყენებდნენ. ასეთი ტიპის ალიზი საქართველოს ზოგიერთ კუთხეში დღესაც გამოიყენება.

ანტიკურ ხანაში ალიზი ერთ-ერთი ძირითადი საშენი მასალა იყო. საქართველოში ალიზი ძვ. წ. VI ათასწლეულიდანაა ცნობილი. მახლობელი აღმოსავლეთის უძველეს მშენებლობაში ალიზით აშენებული ნაგებობების მთელი რიგი კომპლექსებია გამოვლენილი. ალიზი შუამდინარეთის სამყაროში უაღრესად მიღებული მასალა იყო.

ლიტერატურა

ჯავახიშვილი, 1946; ზანდუკელი, 1982; მგელაძე, 1966; ქართული მატერიალური კულტურის... 2011:28-29.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები