ალყა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალყა - განადგურების ან დატყვევების მიზნით მოწინააღმდეგის დაჯგუფების იზოლაცია მისი დანარჩენი ჯარებისაგან (ძალებისაგან).

ხორციელდებოდა სხვადასხვა ეპოქის ომებში. წარმატებული ალყისთვის უმნიშვნელოვანეს პირობებს წარმოადგენს:

  • საკუთარი ჯარების ხელსაყრელი მდებარეობის გამოყენება მოწინააღმდეგის დაჯგუფების ფლანგებზე და ზურგში სწრაფი გასვლისათვის;
  • საჰაერო და საზღვაო დესანტების მიერ მოწინააღმდეგის ზურგში მნიშვნელოვანი რაიონების, საგზაო კვანძებისა და გადასასვლელების ხელში ჩაგდება;
  • აქტიური მოქმედებების წარმოება ალყის შიდა და გარე ფრონტებზე გარშემორტყმული მოწინააღმდეგის იმავდროული ბლოკადით ჰაერიდან, ხოლო ზღვისპირა მიმართულებებზე – ზღვიდანაც;
  • მოწინააღმდეგის რეზერვებისა და გარშემორტყმული ჯარების დებლოკირების ცდების ჩაშლა.

ალყა შეიძლება განხორციელდეს სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური მასშტაბებით. ალყის მიზანს აღწევენ:

  • გადამკვეთ მიმართულებებზე დარტყმების მიყენებით;
  • მოწინააღმდეგის უკანდახეული დაჯგუფების ოპერატიულ სიღრმეში დევნის დროს ყოვლისმომცველი დარტყმის მიყენებით და მოწინააღმდეგის დაჯგუფების ზღვისკენ განდევნით;
  • რამდენიმე დამანაწევრებელი ფრონტალური დარტყმის მიყენებით და წარმატების განვითარებით მოწინააღმდეგის ფლანგებზე და მის ზურგში გასვლით;
  • დიდი დასახლებული პუნქტების და ქალაქების შემოვლის, მათში არსებული გარნიზონების ბლოკადის გზით და სხვა ხერხებით.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები