ამაღლობელი ნოდარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნოდარ ამაღლობელი

ნოდარ ამაღლობელი(დ. 24 აგვისტო, 1930, თბილისი – გ. 9 აპრილი, 2004). — ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ატომის ბირთვისა და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი (1953), ასპირანტურა (1957).

სამუშაო გამოცდილება

  • მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თსუ-ს რექტორი (1985-91).
  • მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი (1991-96);
  • უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (1989- 91).
  • მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე.
  • მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე

პრემიები

სახელმწიფო ჯილდო
ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები