ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:24, 6 ივლისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აშშ-ს დროშა

ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ) - სახელმწიფო ჩრდილოეთ ამერიკაში. შედგება სამი ნაწილისაგან: ამერიკის შეერთებული შტატების კონტინენტური ნაწილისაგან, ალიასკისა და ჰავაის კუნძულებისაგან.

კონტინენტური ნაწილი დასავლეთიდან შემოსაზღვრულია წყნარი ოკეანით, აღმოსავლეთიდან – ატლანტის ოკეანით, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან – მექსიკის ყურით. ალიასკას ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე, დასავლეთით და სამხრეთით – წყნარი ოკეანე. ჰავაის კუნძულები მდებარეობს წყნარ ოკეანეში.

სარჩევი

ფართობი

საერთო ფართობი 9631 ათ. კმ2.

მოსახლეობა

მოსახლეობა 317,6 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა

ინგლისური.

ედაქალაქი

ქ. ვაშინგტონი.

ადმინისტრაციული დაყოფა

ადმინისტრაციულიად იყოფა: 50 შტატი და კოლუმბიის ფედერალური ოლქი. ამერიკის შეერთებული შტატების მფლობელობაში შედის 20-მდე დამოკიდებული ტერიტორია (დამოკიდებული ტერიტორიები).

ხელისუფლება

ამერიკის შეერთებული შტატები ფედერაციული რესპუბლიკაა. სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო – ორპალატიანი კონგრესი (სენატი და წარმომადგენელთა პალატა).

აშშ ნატოს და 70-მდე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი და წამყვანი ქვეყანაა. ჩრდილოეთ ამერიკაში 1775–83 წლებში, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდში 13 ინგლისური კოლონია გაერთიანდა და გამოაცხადეს დამოუკიდებელი სახელწიფო, ამერიკის შეერთებული შტატები (1776 წლის 4 ივლისი). 1783 წელს აშშ-ის დამოუკიდებლობა ცნო ინგლისმა.

XIX და XX საუკუნეების განმავლობაში 13 შტატს დაემატა 37 შტატი ქვეყნის დასავლეთით გაფართოებასთან ერთად.

ატლანტის ოკეანეზე საზღვაო პორტები

ატლანტის ოკეანეზე უმსხვილესი საზღვაო პორტებია:' ნიუ-იორკი, ფილადელფია, ბალტიმორი, ბოსტონი, ნორფოლკი, ნიუპორტ-ნიუსი; მექსიკის ყურეში – ახალი ორლეანი, ჰიუსტონი, კორპუს-კრისტი, ტამპა, ბომონტი;

წყნარი ოკეანის საზღვაო პორტები

წყნარი ოკეანის სანაპიროზე საზღვაო პორტებია: – ლონგ-ბიჩი, ლოს-ანჯელესი, ოკლენდი, სიეტლი, ვალდიზი.

ტბების პორტები

დიდი ტბების მთავარი პორტებია: ჩიკაგო, დულუტი, ბუფალო, დეტროიტი, კლივლენდი.

საერთაშორისო აეროპორტები

უმსხვილესი საერთაშორისო აეროპორტებია: ნიუ-იორკი (ჯონ ფ. კენედის სახელობის), ჩიკაგო (ო’ჰარა), ლოსანჯელესი, ვაშინგტონი (დალასი), სან-ფრანცისკო, მაიამი და სხვა.

მრეწველობა

I და II მსოფლიო ომებში გამარჯვებების და ცივი ომის დამთავრების შემდეგ (1991) აშშ გახდა მსოფლიოს ყველაზე ძლიერი და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნა. აშშ აწარმოებს მთელი მსოფლიო წარმოების 20%-მდე პროდუქციას და ლიდერობს დამამუშავებელი მრეწველობის თითქმის ყველა დარგში.

მნიშვნელოვანი ადგილი უკავია აგროსამრეწველო კომპლექსს – წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქციის მსოფლიოს უმსხვილეს ექსპორტიორს, მისი წილი მსოფლიო ბაზარზე 25%-ს აღწევს. მრეწველობის და აგრარული კომპლექსისთვის დამახასიათებელია მაღალი კომპიუტერიზაცია, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების და სხვა სამეცნიერო მეთოდების გამოყენება.

აშშ არის მსოფლიოში უმსხვილესი იარაღის მწარმოებელი ქვეყანა. განსაკუთრებით მაღალ განვითარებას მიაღწია აერო-კოსმოსურმა, ელექტრო და ატომურმა მრეწველობამ. ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები. განვითარებულია სარკინიგზო, საგზაო და საჰაერო კომუნიკაციების ქსელი.

შეიარაღებული ძალები

შეიარაღებული ძალები შედგება სახმელეთო ჯარებისგან (არმია), სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალებისგან (ფლოტი, საზღვაო ავიაცია, საზღვაო ქვეითები და სანაპირო დაცვა). საერთო რაოდენობა შეადგენს 1,309 მლნ. კაცს (2012), 907,1 ათ. – ორგანიზებულ რეზერვში და 46 ათ. – ეროვნულ გვარდიაში. სახმელეთო ჯარების საერთო რაოდენობა შეადგენს 639 ათ-ს, ორგანიზებულ რეზერვში – 497,3 ათასი კაცი. სამხედრო-საზღვაო ძალების და საზღვაო ქვეითთა საერთო რაოდენობა შეადგენს 330 ათ-ს, ორგანიზებული რეზერვი – 218,8 ათ., სამხედრო-საჰაერო ძალები – 340 ათ., ორგანიზებული რეზერვი – 191 ათ. კაცს.

აშშ-ის შეიარაღებული ძალები იყოფა სტრატეგიულ და საერთო დანიშნულების ძალებად.

სტრატეგიულ ძალებში შედის – სტრატეგიულ შეტევით და სტრატეგიულ-თავდაცვითი ძალები. სტრატეგიული შეტევითი ძალები შეიცავენ სახმელეთო ბაზირების სტრატეგიულ ძალებს, სტრატეგიულ ავიაციასა და საზღვაო ბაზირების სტრატეგიულ სარაკეტო ძალებს. სტრატეგიულ თავდაცვით ძალებში შედის სარაკეტო-ბირთვული დარტყმის გაფრთხილების (შეტყობინების) სისტემები, კოსმოსური სივრცის კონტროლის სისტემა და საჰაერო თავდაცვის საშუალებები. აშშ-ის შეიარაღებუილი ძალების ნაწილი განთავსებულია საზღვრებს გარეთ. განსაკუთრებით მსხვილი მოწინავე დაჯგუფებები განლაგებულია ევროპის ზონაში, აზია – წყნარი ოკეანის რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთში.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხდება დაქირავებული პირებით. ამერიკის შეერთებული შტატების შეირაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ქვეყნის პრეზიდენტია. პრეზიდენტი და თავდაცვის მდივანი (მინისტრი) ქმნიან ეროვნულ სამხედრო ხელმძღვანელობას; მათ ქმედითუნარიანობას უზრუნველყოფენ ეროვნული უშიშროების საბჭო და შტაბების უფროსების კომიტეტი.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები