ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 36: ხაზი 36:
  
 
==წყარო==  
 
==წყარო==  
გაზეთი „ერთიბა“ 1917 წელი №№6, 8, 12, 22, 28
+
გაზეთი „ერთობა“ 1917 წელი №№6, 8, 12, 22, 28
  
 
[[კატეგორია:საქართველოს უახლესი ისტორია]]
 
[[კატეგორია:საქართველოს უახლესი ისტორია]]
 
[[კატეგორია:ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი]]
 
[[კატეგორია:ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი]]

14:46, 15 აპრილი 2016-ის ვერსია

ოზაკომის დადგენილება

ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი (ოზაკომი) - რუსეთის დროებითმა მთავრობის მიერ ამიერკავკასიის გამგებლობისთვის შექმნილი სამხარეო ხელისუფლების ორგანო.

სარჩევი

შექმნის ისტორია

1917 წლის თებერვლის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ, 9 მარტს რუსეთის სახელმწიფო დუმის დროებითმა კომიტეტმა და დროებითმა მთავრობამ „ამიერ კავკასიის საქმეთა მოსაწყობად და კავკასიის ფრონტის ფარგლებში ქვეყნის მართვა-გამგეობის მოსაგვარებლათ“ შექმნა განსაკუთრებული ამიერკავკასიის კომიტეტი. ახალი სამხარეო ხელისუფლების ორგანო „ოზაკომი“ დაკომპლექტდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კავკასიელი დეპუტატებით. კომიტეტი თავმჯდომარედ დაინიშნა ვ. ხარლამოვი წევრები ყვნენ მ. პაპაჯანოვი, მ. ჯაფაროვი, აკ. ჩხენკელი, კ. აბაშიძე.

ოზაკომი თბილისში პრაქტიკულად მოღვაწეობას 1917 წლის 18 მარტს შეუდგა.

გაზეთი „ერთობა“ ამ მოვლენის შესახებ წერდა: „გუშინ 18 მარტს, დილის 10 საათ. 13 წუთ. თფილისში ჩამოვიდნენ რუსეთის ახალი მთავრობის კომისრები - ხარლამოვი, ჯაფაროვი და პაპაჯანოვი. აკაკი ჩხენკელი ეხლა არ ჩამოსულა, ვაგზალში მიეგებენ კომისრებს ჯარისკაცები, დიდძალი ხალხი, თბილისის აღმასრულებელი კომიტეტის კომისრები, წარმომადგენლები პოლიტიკური პარტიებისა, პრესისა, დაწესებულებათა, აურაცხელი ხალხი და სხვ“. (ერთობა 1917 19 მარტი)

„ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტს“ უფლებამოსილება შეუწყდა 1917 წლის 15 ოქტომბერს, რუსეთის დროებითი მთავრობის დამხობასთან ერთად.

ამიერკავკასიის კომიტეტის მიმართვა მცხოვრებთ მიმართ

ამიერკავკასიის კომიტეტის მიმართვაში, რომელიც გაზეთ ერთობაში დაიბეჭდა ვკითხულობთ: „ძველი სულთამხუთავი რეჟიმი, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში სტანჯავდა რუსეთის ხალხს დაემხო.

თავისუფალი რუსეთის ფარგლებში თითოეულ ეროვნებას საშუალება ეძლევა მოაწყოს თავისი ცხოვრება, ისე რომ კულტურული და ეკონომიკური მათი მოთხოვნილებანი სავსებით დაიკმაყოფილოს. მოქალაქეობრივი თავისუფლებისა და თანასწორობის უზრუნველსაყოფად დროებითმა მთავრობამ უკვე გამოსცა კანონების მთელი რიგი, მოსპო წოდებრივი უთანასწორობა და შეზღუდვა, რაიც დაკავშირებული იყო ნაციონალურ და სარწმუნოებრივ დევნასთან. ამიერ კავკასიის საქმეთა მოსაწყობად და კავკასიის ფრონტის ფარგლებში ქვეყნის მართვა-გამგეობის მოსაგვარებლათ სახელმწიფო დუმის დროებითმა კომიტეტმა და დროებითმა მთავრობამ შეადგინა მიმდინარე 1917 წლის 9 მარტს განსაკუთრებული ამიერკავკასიის კომიტეტი.

მოვედით თუ არა ტფილისში 18 მარტს, მაშინვე შევუდექით დაკისრებულ თანამდებობის ასრულებას და ჩვენ მუშაობას საფუძვლად დავუდევით დროებითი მთვრობის მიერ 6 მარტს საყოველთაოთ გამოცხადებული დებულებანი ადგილობრივ საჭიროებას და პირობებთან შეთანხმებით.

რომ ადმინისტრაციული მართვა-გამგეობა გადაეცეს ხალხს ე. ი. იმის მიერ არჩეულ აღმასრულებელ კომიტეტებს, ჩვენ მივიღეთ მხედველობაში აღმასრულებელ კომიტეტების დელეგატთა კრების დადგენილებანი და გამოვიმუშავეთ დროებითი წესი ადგილობრივ ადმინისტრაციის მოსაწყობათ.

ახლო მომავალში განზრახული გვაქვს უზრუნველვყოთ სინდისის თავისუფლების განხორციელდება ყველა სარწმუნოების საქმეების მოწესრიგებით;

დავაწესოთ ჩვენი ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში მართვა-გამგეობის წეს-რიგი და სამშობლოს კეთილდღეობით მოღვაწეობისათვის მოვიწვიოთ ადგილობრივი საზოგადოებრივი ძალები;

მოვახდინოთ რეორგანიზაცია ქალაქის თვითმართველობისა და ახალი წესწყობილების თანახმათ და მივიღოთ ზომები ფართე დემოკრაიულ საფუძველზე ერობის შემოსაღებათ;

შემოვიღოთ არჩეული მომრიგებელი სასამართლო, განსაკუთრებული სიტყვიერი და სახალხო სასამართლო, სადაც ის კიდევ არსებობს. ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევათ და შესაფერი კანონ-პროექტების შესამუშავებლათ ჩვენ დავაარსეთ განსაკუთრებული საბჭო, რომელიც შედგება ამიერ-კავკასიის ეროვნებათა ცნობილი წარმომადგენლებისგან“. (გაზ. ერთობა 1917 წლის მარტი)

ირაკლი (კაკი) წერეთლის წინადადება დროებითი მთავრობის მიმართ

ირაკლი (კაკი) წერეთლის

„თბისლისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს წინადადებით კაკი წერეთელმა ინახულა დროებითი მთავრობა და მოსათხოვა მას, რომ ადგილობრივი რევოლუციონურ ორგანიზაციებთან მოულაპარაკებლად არ გადადგას არც ერთი სერიოზული ნაბიჯი. მთავრობამ აღუთქვა ამ მოთხოვნების შესრულება. ამიერიდან არც ერთი სერიოზული ეკონომიური, პოლიტიკური ზომა არ იქნება განხორციელებული, თუ წინასწარ არ იქნა განხილული მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოების და აგრეთვე სხვა რევოლუციონური ორგანიზაციების მიერ. (გაზ. ერთობა 1917 წლის აპრილი)

წყარო

გაზეთი „ერთობა“ 1917 წელი №№6, 8, 12, 22,28

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები