ამიერკავკასიის კომისარიატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:36, 5 მაისი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამიერკავკასიის კომისარიატი - ამიერკავკასიის სამხარეო ხელისუფლების ორგანო. შეიქმნა თბილისში 1917 წლის 15 ნოემბერს საქართველოს სოციალ-დემოკრატების (მენშევიკების) და ესერების, სომეხი დაშნაკებისა და აზერბაიჯანელი მუსავატების მიერ.


შექმნის ისტორია

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვებისთანავე ამიეკავკასიაში უფლებამოსილება შეწყვიტა რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ დანიშნულმა სამხაეო ორგანომა - ოზაკომმა.

ქართველი სოციალ-დემოკრატების ძალისხმევით, ვიდრე საბჭოთ მთავრობა ამიერკავკასიაში თავისი ძლაუფლებას გაავრცელებდა, ამიერკავკასიის პოლიტიკურმა ძალებმა შექმნეს სამხარეო ხელისუფლების ორგანო - ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელმაც ფუნქციონირება 1917 წლის 15 ნოემბერს დაიწყო.

ხელისუფლების ახალი სამხარეო ორგანოს შექმნით ამიერკავკასია ოფიციალურად გაემიჯნა საბჭოთა რუსეთს. თუმცა, განაცხადა, რომ ამიერკავკასიის კომისარიატი ხელისუფლების სამხარეო ორგანოს როლში გამოვიდოდა რუსეთში კანონიერი ხელისუფლების აღდგენამდე. ე.ი. ხაზი გაესვა იმას, რომ ამიერკავკასია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცხადდებოდა. (სილაგაძე, ა. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა (1917-1918))

ამიერკავკასიის კომისრები:

ე. გეგეჭკორი - ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე, შრომისა და საგარეო ურთიერთობათა სამინისტროს კომისარი; ა. ჩხენკელი - შინაგან საქმეთა სამინისტროს კომისარი; დ. დონსკოი - სამხარეო და საზღვაო სამინისტროების კომისარი; ხ. კარჩიკინი - ფინანსთა სამინისტროს კომისარი; შ. ალექსიშვილი-მესხიშვილი - სახალხო განათლებისსა და იუსტიციის სამინისტროს კომისარი; მ. ჯაფაროვი - ვაჭრობისა და მრეწველობის კომისარი; ხ.მელიქ-ასლანოვი - გზათ სამინისტროს კომისარი; ა. ნერუჩევი - მიწათმოქმედების სამინისტროს კომისარი; გ. ტერ-გაზარიანი - სურსათის საქმეთა სამინისტროს კომისარი; ა. ოგანჯანიანი - მზრუნველობის სამინისტროს კომისარი; ხ.-ბ ხასმამედოვი - სახელმწიფო კონტროლის კომისარი;

წყარო

სილაგაძე, აპოლონ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა (1917-1918) / [რედ.: მერაბ ვაჩნაძე]. - თბ., 2000. - 64გვ.; 20სმ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები