ამილახორი გივი (II)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარი“ გადაიტანა გვერდზე „[[ამილახორი ...)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ამილახორი გივი (II)''' - ოსმალობის პერიოდში ქართლის სანჯაყის გამგებელი, 1741 წ-დან ქართლის ვექილი; 1745 წ-დან ირანის გვარდიის [[ყულარაღასი]], მაზანდარანისა და გულისტანის პროვინციების მმართველი, 1749 წ-დან ზემო ქართლის სადროშოს [[სარდალი]] და გორის [[მოურავი]];  
+
'''ამილახორი გივი (II)''' - ოსმალობის პერიოდში [[ქართლი]]ს სანჯაყის გამგებელი, 1741 წ-დან ქართლის ვექილი; 1745 წ-დან [[ირანი]]ს [[გვარდია|გვარდიის]] [[ყულარაღასი]], მაზანდარანისა და გულისტანის პროვინციების მმართველი, 1749 წ-დან ზემო ქართლის [[სადროშო]]ს [[სარდალი]] და [[გორი]]ს [[მოურავი]];  
  
პოლიტიკურ ასპარეზზე ჩანს 1722 წლიდან; 1727 წ. ოსმალების მიერ დაინიშნა ზემო ქართლის სანჯაყის გამგებლად, გადაარჩინა თბილისის სიონი ოსმალთაგან დანგრევას; 1734-1735 წწ. [[ნადირ-შაჰი|ნადირ-შაჰთან]] ერთად ებრძოდა ოსმალებს; 1737 წ. გორიდან განდევნა ოსმალები; 1736 წ. სათავეში ჩაუდგა ანტიირანულ აჯანყებას (შანშე [[ქსნის ერისთავი|ქსნის ერისთავთან]] და ვახუშტი აბაშიძესთან ერთად); 1737 წ. ავღანეთში იბრძოდა ირანის სამხედრო ძალების შემადგენლობაში; 1741 წ. დაინიშნა ქართლის ვექილად, დაუმტკიცდა [[ამილახვარი|ამილახვრობა]] და ქსნის ერისთავობა; 1742 წ-იდან ისევ ირანელთა წინააღმდეგ აჯანყების წინამძღოლია; 1745 წ. [[თეიმურაზ II]]-მ გააგზავნა ირანში, სადაც მიიღო ისლამი (ეწოდა შაჰყული-ხანი) და გახდა ირანის გვარდიის ყულარაღასი, მაზანდარანისა და გულისტანის პროვინციების მმართველი; 1747 წ. ნადირ-შაჰმა გადაწყვიტა ურჩობისათვის დაესაჯა თეიმურაზ II და ერეკლე II და გივი ამილახორს დაავალა, 30 ათასი კაცით საქართველოში შემოჭრილიყო. ამ განზრახვას ხელი შეუშალა შაჰის სიკვდილმა.  
+
პოლიტიკურ ასპარეზზე ჩანს 1722 წლიდან; 1727 წ. ოსმალების მიერ დაინიშნა ზემო ქართლის სანჯაყის გამგებლად, გადაარჩინა თბილისის სიონი ოსმალთაგან დანგრევას; 1734-1735 წწ. [[ნადირ-შაჰი|ნადირ-შაჰთან]] ერთად ებრძოდა ოსმალებს; 1737 წ. გორიდან განდევნა ოსმალები; 1736 წ. სათავეში ჩაუდგა ანტიირანულ აჯანყებას (შანშე [[ქსნის ერისთავი|ქსნის ერისთავთან]] და ვახუშტი აბაშიძესთან ერთად); 1737 წ. [[ავღანეთი|ავღანეთში]] იბრძოდა ირანის სამხედრო ძალების შემადგენლობაში; 1741 წ. დაინიშნა ქართლის ვექილად, დაუმტკიცდა [[ამილახვარი|ამილახვრობა]] და [[ქსნის ერისთავი|ქსნის ერისთავობა]]; 1742 წ-იდან ისევ ირანელთა წინააღმდეგ აჯანყების წინამძღოლია; 1745 წ. [[თეიმურაზ II]]-მ გააგზავნა ირანში, სადაც მიიღო [[ისლამი]] (ეწოდა შაჰყული-ხანი) და გახდა ირანის გვარდიის ყულარაღასი, მაზანდარანისა და გულისტანის პროვინციების მმართველი; 1747 წ. ნადირ-შაჰმა გადაწყვიტა ურჩობისათვის დაესაჯა [[თეიმურაზ II]] და [[ერეკლე II]] და გივი ამილახორს დაავალა, 30 ათასი კაცით [[საქართველო]]ში შემოჭრილიყო. ამ განზრახვას ხელი შეუშალა შაჰის სიკვდილმა.  
  
1749 წ. სხვა ქართველებთან ერთად ხელში ჩაიგდო შაჰის საგანძური და [[საქართველო|საქართველოში]] დაბრუნდა. ამის შემდეგ დარჩა [[თბილისი|თბილისში]] და მიიღო თბილისის მოურავობა. ეწეოდა აღმშენებლობით საქმიანობას, ფინანსურ და სამხედრო დახამრებას უწევდა [[თეიმურაზ II|თეიმურაზ II-სა]] და [[ერეკლე II|ერეკლე II-ს]].
+
1749 წ. სხვა [[ქართველები|ქართველებთან]] ერთად ხელში ჩაიგდო შაჰის საგანძური და [[საქართველო|საქართველოში]] დაბრუნდა. ამის შემდეგ დარჩა [[თბილისი|თბილისში]] და მიიღო თბილისის მოურავობა. ეწეოდა აღმშენებლობით საქმიანობას, ფინანსურ და სამხედრო დახამრებას უწევდა [[თეიმურაზ II|თეიმურაზ II-სა]] და [[ერეკლე II|ერეკლე II-ს]].
  
 
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში გივი ამილახორმა არაერთი დანგრეული ეკლესია-მონასტერი აღადგინა [[ქართლი|ქართლში]], [[იმერეთი|იმერეთსა]] და სამცხეში.
 
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში გივი ამილახორმა არაერთი დანგრეული ეკლესია-მონასტერი აღადგინა [[ქართლი|ქართლში]], [[იმერეთი|იმერეთსა]] და სამცხეში.

13:09, 29 ოქტომბერი 2020-ის ვერსია

ამილახორი გივი (II) - ოსმალობის პერიოდში ქართლის სანჯაყის გამგებელი, 1741 წ-დან ქართლის ვექილი; 1745 წ-დან ირანის გვარდიის ყულარაღასი, მაზანდარანისა და გულისტანის პროვინციების მმართველი, 1749 წ-დან ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორის მოურავი;

პოლიტიკურ ასპარეზზე ჩანს 1722 წლიდან; 1727 წ. ოსმალების მიერ დაინიშნა ზემო ქართლის სანჯაყის გამგებლად, გადაარჩინა თბილისის სიონი ოსმალთაგან დანგრევას; 1734-1735 წწ. ნადირ-შაჰთან ერთად ებრძოდა ოსმალებს; 1737 წ. გორიდან განდევნა ოსმალები; 1736 წ. სათავეში ჩაუდგა ანტიირანულ აჯანყებას (შანშე ქსნის ერისთავთან და ვახუშტი აბაშიძესთან ერთად); 1737 წ. ავღანეთში იბრძოდა ირანის სამხედრო ძალების შემადგენლობაში; 1741 წ. დაინიშნა ქართლის ვექილად, დაუმტკიცდა ამილახვრობა და ქსნის ერისთავობა; 1742 წ-იდან ისევ ირანელთა წინააღმდეგ აჯანყების წინამძღოლია; 1745 წ. თეიმურაზ II-მ გააგზავნა ირანში, სადაც მიიღო ისლამი (ეწოდა შაჰყული-ხანი) და გახდა ირანის გვარდიის ყულარაღასი, მაზანდარანისა და გულისტანის პროვინციების მმართველი; 1747 წ. ნადირ-შაჰმა გადაწყვიტა ურჩობისათვის დაესაჯა თეიმურაზ II და ერეკლე II და გივი ამილახორს დაავალა, 30 ათასი კაცით საქართველოში შემოჭრილიყო. ამ განზრახვას ხელი შეუშალა შაჰის სიკვდილმა.

1749 წ. სხვა ქართველებთან ერთად ხელში ჩაიგდო შაჰის საგანძური და საქართველოში დაბრუნდა. ამის შემდეგ დარჩა თბილისში და მიიღო თბილისის მოურავობა. ეწეოდა აღმშენებლობით საქმიანობას, ფინანსურ და სამხედრო დახამრებას უწევდა თეიმურაზ II-სა და ერეკლე II-ს.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში გივი ამილახორმა არაერთი დანგრეული ეკლესია-მონასტერი აღადგინა ქართლში, იმერეთსა და სამცხეში.

წყაროები და ლიტერატურა

ვახუშტი 1973: 450, 452, 458, 460, 465, 501, 600, 631; სეხნია ჩხეიძე 1913: 49; პაპუნა ორბელიანი 1981: 46-50, 52, 55-64, 66-73, 90-98.149-154; ქსოის 1984: 45; ხეც: Sd-1903, Hd-9703; სეა, 1448-769; ხეც, Qd-8925; სეა: 1461-3/133, 1448-5032, 1449-285; ხეც: Hd-2127, Hd-2134; გსიემ 4640-147/185; სეა, 1450-45/132; ხეც: Hd-2127, Hd-2134; ქიქოძე 1963: 111-112; სინ 1973: 448, 453-454, 602-603; ლომიძე 2007: 127-149.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები