ამირეჯიბი თენგიზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:27, 29 მარტი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თენგიზ ამირეჯიბი

თენგიზ ამირეჯიბი - (30. IX. 1927, თბილისი 9. III. 2013 თბილისი), ქართველი პიანისტი. საქართველოს სახალხო არტისტი. პროფესორი (1977).

1945 დაამთავრა თბილისის „ნიჭიერთა ათწლედი“ (პროფ. ა. თულაშვილის ხელმძღვანელობით). 1950 დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (კ. იგუმნოვისა და ლ. ობორინის კლასები). 1951 ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მე-3 მსოფლიო ფესტივალზე (ბერლინში) ამირეჯიბი საპატიო სიგელით დააჯილდოვეს. ამირეჯიბი თბილისის კონსერვატორიის ასპირანტურის (ხელმმძღვანელი ა. თულაშვილი) დამთავრების შემდეგ ეწევა საშემსრულებლო და პედაგოგიურ (1951-იდან) მოღვაწეობას. ამირეჯიბი ავტორიტეტული მუსიკოსი და პედაგოგია (1972-იდან ხელმძღვანელობდა კონსერვატორიის საფორტეპიანო კათედრას). მისი აღზრდილები არიან ე. ბოლქვაძე, მ. დოიჯაშვილი, ა. კორსანტია, მ. ნადირაძე, მ. ლიჩელი, ნ. ასტახიშვილი, თ. გურევიჩი.

ამირეჯიბის პიანისტური ხელოვნება გამოირჩეოდა არტისტიზმით, რომანტიკული სულისკვეთებით. ფ. შოპენის ნაწარმოებთა ცნობილი შემსრულებელი იყო. წარმატებით ეწეოდა ქართული მუსიკის პროპაგანდას (ს. ნასიძის I და II საფორტეპიანო კონცერტების, რ. ლაღიძის „ტოკატის“ და სხვ. პირველი შემსრულებელია). საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1992).




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები