ამფეტამინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 7 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ამფეტამინი''' - [amphetamine, amphetamine] – სიმპათომიმეტიკური ამინების კლასის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ახასიათებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ძლიერი მასტიმულირებელი მოქმედება.  
+
'''ამფეტამინი''' - [amphetamine, amphetamine] – სიმპათომიმეტიკური [[ამინი|ამინების]] კლასის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ახასიათებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ძლიერი მასტიმულირებელი მოქმედება.  
  
 
ნივთიერებათა ამ კლასს მიეკუთვნება: ამფეტამინი, დექსაფეტამინი, მეტამფეტამინი. ფარმაკოლოგიური მოქმედებით მონათესავე სამკურნალწამლო საშუალებების შემადგენლობაშია: მეთილფენიდატი, ფენმეტრაზინი, ამფეპრამონი (დიეთილპროპიონი). ამფეტამინებს ჟარგონის ენაზე ხშირად „[[შიდსი|შიდსს]]“ უწოდებენ.
 
ნივთიერებათა ამ კლასს მიეკუთვნება: ამფეტამინი, დექსაფეტამინი, მეტამფეტამინი. ფარმაკოლოგიური მოქმედებით მონათესავე სამკურნალწამლო საშუალებების შემადგენლობაშია: მეთილფენიდატი, ფენმეტრაზინი, ამფეპრამონი (დიეთილპროპიონი). ამფეტამინებს ჟარგონის ენაზე ხშირად „[[შიდსი|შიდსს]]“ უწოდებენ.
ხაზი 21: ხაზი 21:
 
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
 
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
 
[[კატეგორია:ამინები]]
 
[[კატეგორია:ამინები]]
[[კატეგორია:ფარმაკოლოგია]]
+
[[კატეგორია:სამკურნალო საშუალებები]]
 +
[[კატეგორია:ჟარგონი]]

მიმდინარე ცვლილება 12:22, 13 თებერვალი 2024 მდგომარეობით

ამფეტამინი - [amphetamine, amphetamine] – სიმპათომიმეტიკური ამინების კლასის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ახასიათებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ძლიერი მასტიმულირებელი მოქმედება.

ნივთიერებათა ამ კლასს მიეკუთვნება: ამფეტამინი, დექსაფეტამინი, მეტამფეტამინი. ფარმაკოლოგიური მოქმედებით მონათესავე სამკურნალწამლო საშუალებების შემადგენლობაშია: მეთილფენიდატი, ფენმეტრაზინი, ამფეპრამონი (დიეთილპროპიონი). ამფეტამინებს ჟარგონის ენაზე ხშირად „შიდსს“ უწოდებენ.

ამფეტამინებით ან ანალოგიური მოქმედების სიმპათომიმეტიკური საშუალებებით გამოწვეული ინტოქსიკაციის დროს კლინიკური სურათი გამოიხატება შემდეგი სიმპტომებით: ტაქიკარდიით, გუგების გაფართოებით არტერიული წნევის მომატებით, ჰიპერრეფლექსიით, ოფლიანობით, შემცივნებით, ანორექსიით, გულისრევა-ღებინებით, უძილობით;

აგრეთვე გამოხატულია ანომალიური ქცევები: აგრესია, მეგალომანია, აგზნება და მსჯელობის უნარის დაქვეითება. იშვიათად, მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, აღინიშნება დელირიუმი.

მუდმივი მოხმარების შედეგად აღინიშნება ქცევისა და პიროვნების ცვლილებები: იმპულსურობა, აგრესიულობა, ეჭვიანობა, პარანოიდული ფსიქოზი (ამფეტამინური ფსიქოზი). ხანგრძლივი და დიდი ოდენობით მედიკამენტის მოხმარების შეწყვეტა იწვევს აღკვეთის რეაქციას დეპრესიით, ასთენიით, ჰიპერფაგიით, ძილის დარღვევითა და მოჭარბებული სიზმრებით.

ამჟამად ამფეტამინისა და ანალოგიური ნივთიერებების თერაპიული გამოყენება შემოიფარგლება ნარკოლეფსიისა და ჰიპერაქტიურობის, აგრეთვე, ყურადღების დეფიციტური მოშლილობის შემთხვევაში. სიმსუქნის დროს მათი გამოყენება (ანორექსიული ეფექტი) გამართლებული არ არის.



[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

[რედაქტირება] წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები