ამქარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 16: ხაზი 16:
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
<small>ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი] = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. </small>
+
[[ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი]]
 +
 
  
 
[[კატეგორია:ეთნოგრაფია|ეთნოგრაფია]]
 
[[კატეგორია:ეთნოგრაფია|ეთნოგრაფია]]

18:00, 25 ოქტომბერი 2015-ის ვერსია

Amqari.jpg
Amqari2013-24.jpg
Amqris droSa.jpg

ერთი და იმავე ხელობის ხელოსნურ-ვაჭრული გაერთიანება. სიტყვა „ჰამქარ“ მომდინარეობს სპარსულიდან და ნიშნავს თანამოსაქმეს. განვითარებულ შუა საუკუნეებში ხელოსანთა ასეთ კორპორაციას ეწოდებოდა „თაბუნი“, XVII-XVIII სს. - „ასნაფი“, ხოლო XIX საუკუნიდან „ამქარმა“ მოიკიდა ფეხი.

ხელოსანთა გაერთიანებანი საქართველოში დასტურდება VI ს. ისეთი მნიშვნელოვანი წერილობითი ძეგლის მიხედვით როგორიცაა „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“. ივ. ჯავახიშვილის განმარტებით, უცხოური ასნაფის დამკვიდრებამდე, ხელოსნური გაერთიანების აღმნიშვნელად საქართველოში იხმარებოდა „ოფიკალი“, ხოლო მასზე ადრე „მუშათუხუცესი“, „ხელოსანთა მომგე“ და „ზედამდგომელი“, რომლებთაც სხვადასხვა სახის მოქმედება ევალებოდათ „საქმის მოქმედთა“, ანუ „მუშაკთა“ მიმართ. საკუთარი ამქრული გაერთიანებანი ჰქონდათ: კალატოზებს, დერციკებს, ჭონებს, ხარაზებს, მეთულუხჩეებს, ბაზაზებს, მეუნაგრეებს, მეთუნუქეებს, მეპურეებს, ხუროებს, დურგლებს, მეთუნეებს, მჭედლებს, ოქრომჭედლებს, მეაგურეებს, თერძებს, მესპილენძეებს და სხვათა.

ამქრის სრულუფლებიანი წევრი იყო მხოლოდ ოსტატი, რომელსაც ჰქონდა თავისი სახელოსნო იარაღები და ნედლეული. იგი იყო მწარმოებელი და ვაჭარ-გამყიდველიც. ამქრის არაწევრს ეკრძალებოდა ქალაქის ფარგლებში მუშაობა. ამქარს სათავეში ედგა უსტაბაში (ოსტატთა თავი), ხოლო მისი მოადგილე იყო აღსაჰყალი. ამქრის უსტაბაშს ირჩევდა და წესდებას ამტკიცებდა ამქრის საერთო კრება. ამქრის წოდებრივი ორგანიზაცია სამსაფეხურიანი იყო: ოსტატი, ქარგალი, შეგირდი. ოსტატი როგორც მუშა და მასწავლებელი თავის ხელოსნურ გამოცდილებას შეასწავლიდა შეგირდს, რომელიც გარკვეული ხნის შემდეგ იწყებდა ქარგლობას ანუ ნაწილობრივ დამოუკიდებელ მუშაობას, ხელობის სრული დაუფლების შემდეგ იგი ოსტატისაგან დამტკიცდებოდა. თავისი მასწავლებლისაგან მიიღებდა ერთ ხელ სახელოსნო იარაღებს და ამის შემდეგ სრულუფლებიან ოსტატად ითვლებოდა.

თითოეულ ამქრულ ორგანიზაციას გააჩნდა თავისი ფირი და დროშა, რომელზედაც გამოსახული იყო ამ ხელობათა მფარველი ღვთაებანი. ამქარს ჰქონდა საკუთარი საერთო ხაზინა, საიდანაც ფული გაიცემოდა ამქრის თითოეული ხელმოკლე და გაჭირვებაში ჩავარდნილი წევრის სასარგებლოდ.

ამქრული ორგანიზაციის მკვლევართა აზრით, ქართული მასალების სიჭარბე მნიშვნელოვანი საბუთია იმის დასამტკიცებლად, რომ ამქრული ორგანიზაციები საქართველოში - ქართულ ნიადაგზეა წარმოშობილი და თავის მძლავრ განვითარებას X-XI ს-ში მიაღწია.

ლიტერატურა

პ. გუგუშვილი, ამქრული ორგანიზაციები, ქსე ტ.1. 1975. შ. მესხია, საისტორიო ძიებანი, ტ. II, 1983. ე. ნ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები