ამცეგძინადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:39, 18 დეკემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამცეგძინად-ი (ოს. Æмцегдзинад) – ათალიყობის ანუ ბავშვის (ვაჟის) გაძიძების ჩვეულება. ოსებს გარდა, შვილის აღსაზრდელად გაცემა ფართოდ იყო გავრცელებული კავკასიის ხალხებში (განსაკუთრებით დიდგვაროვანთა წრეებში): ქართველებში, აფხაზებში, აბაზებში, ადიღეელებში, ყაბარდოელებში, ბალყარელებში, ყარაჩაელებში, ჩეჩნებში, ინგუშებში. ამცეგძინადის ძალით აღმზრდელისა და აღზრდილის ოჯახებს შორის მყარდებოდა ხელოვნური ნათესაობაამცეგი, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს. ოსური სოციალური ელიტის (ალდარებისა და ბადელიათების) ვაჟების ათალიკები ანუ აღმზრდელები იყვნენ ოსი გლეხები, ასევე ქართველი და ყაბარდოელი თავისუფალი გლეხები. თავიანთი მხრივ ამცეგის როლში გამოდიოდნენ თვით ოსი ფეოდალები – ყაბარდოელი თავადების შვილების აღმზრდელები. აქვე უნდა ითქვას, რომ აღსაზრდელის ძიძა იყო არა ოსი ფეოდალის კანონიერი ცოლი, არამედ მისი ნომილუსი. ასე რომ ნათესაური ურთიერთობა მყარდებოდა სამ ოჯახს შორის, რომელთა წევრები ერთმანეთის მიმართ ამცეგები იყვნენ. აღმზრდელი ამცეგის მოვალეობას შეადგენდა აღსაზრდელისათვის ესწავლებია იარაღისა და ცხენის გამოყენება, ასევე თავისი და მეზობელი ხალხის წეს-ჩვეულებები, ენა (შესაბამისად ოსური, ყაბარდოული, ქართული). როგორც კი აღსაზრდელს 14-16 წელი შეუსრულდებოდა, აღმზრდელი თავის სახლში სპეციალურ სუფრას გაშლიდა, ვაჟს დალოცავდა, ცხენს, იარაღს, სამოსს ჩუქნიდა და მშობლებთან წაიყვანდა. თავის მხრივ, მშობლების ოჯახიც აწყობდა ნადიმს ე. წ. „ამცეჯი ქუვდს“, რომელზეც ახლობლებს (ზოგჯერ მთელ სოფელს) მოიწვევდა და აღმზრდელს სათანადო საჩუქრებს – ამცეჯი ლავარს (ამცეგის საჩუქარი) უძღვნიდა.


ლიტერატურა

  • Дзадзиев А. Б. К вопросу об аталичестве у осетин во второй половине XVIII-XIX в. // КССАКЧ. Л., 1983;
  • მისივე, Формы искусственного родства у осетин // ВАЭСО. Орджоникидзе, 1984;
  • Калоев Б. А. Осетины: Историко-этнографическое исследование. 3-е изд. М., 2004;


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები