ანაკრები რკინაბეტონის მუდმივი სამაგრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:48, 6 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანაკრები რკინაბეტონის მუდმივი სამაგრი – მუდმივი სამაგრის სახეობა, რომელიც ეწყობა ერექტორის მეშვეობით გვირაბის გაყვანისას ფარის მეთოდით (ზოგჯერ – სამთო მეთოდით). ის შედგება ქარხნული წესით დამზადებული ცალკეული ელემენტისგან (ბლოკები, ტიუბინგები), რომლებიც აწყობისას ერთმანეთთან მაგრდება დამაკავშირებელი მანჭვლებით. რგოლის სიგანეა 1 მ და შედგება 10 ცალი რკინა-ბეტონის ტიუბინგისაგან (7 ცალი – ნორმალური, 2 – მოსაზღვრე და 1 – კლიტის). ტიუბინგები მზადდება მაღალი კლასის (B40 და მეტი) ბეტონისაგან, რომლის ხარჯი გვირაბის 1 გრძივ მეტრზე დაახლოებით შეადგენს 2,14 მ3.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები