ანტიჰიტლერული კოალიცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:06, 9 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანტიჰიტლერული კოალიცია – იმ სახელმწიფოებისა და ხალხების სამხედრო-პოლიტიკური კავშირი, რომლებიც II მსოფლიო ომის დროს ებრძოდნენ ფაშისტური გერმანიის, იტალიის, იაპონიისა და მათი სატელიტების ბლოკს. ანტიჰიტლერული კოალიციის მთავარი მონაწილეები იყვნენ სსრ კავშირი, აშშ და დიდი ბრიტანეთი, რომლებმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს გამარჯვებაში. მნიშვნელოვანია აგრეთვე საფრანგეთის, ჩინეთის, ავსტრალიის, ამერიკის, აღმოსავლეთის და ზოგი სხვა სახელმწიფოს დამსახურება, რომლებიც მონაწილეობდნენ სამხედრო მოქმედებებში ან ნედლეულს აწოდებდნენ მოკავშირეებს.

კოალიცია დაიშალა II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, 1946–47 წლებში, როდესაც აშკარად გამოიკვეთა დაპირისპირება სსრ კავშირსა და მის ყოფილ დასავლეთელ მოკავშირეებს შორის.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები