ანტიჰიტლერული კოალიცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ევროპის თეატრის მოკავშირე ლიდერები: იოსებ სტალინი, ფრანკლინ რუზველტი და უინსტონ ჩერჩილი შეხვედრა თეირანის კონფერენციაზე 1943 წელს

ანტიჰიტლერული კოალიცია – იმ სახელმწიფოებისა და ხალხების სამხედრო-პოლიტიკური კავშირი, რომლებიც II მსოფლიო ომის დროს ებრძოდნენ ფაშისტური გერმანიის, იტალიის, იაპონიისა და მათი სატელიტების ბლოკს.

ანტიჰიტლერული კოალიციის მთავარი მონაწილეები იყვნენ სსრ კავშირი, აშშ და დიდი ბრიტანეთი, რომლებმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს გამარჯვებაში. მნიშვნელოვანია აგრეთვე საფრანგეთის, ჩინეთის, ავსტრალიის, ამერიკის, აღმოსავლეთის და ზოგი სხვა სახელმწიფოს დამსახურება, რომლებიც მონაწილეობდნენ სამხედრო მოქმედებებში ან ნედლეულს აწოდებდნენ მოკავშირეებს.

კოალიცია დაიშალა II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, 1946–47 წლებში, როდესაც აშკარად გამოიკვეთა დაპირისპირება სსრ კავშირსა და მის ყოფილ დასავლეთელ მოკავშირეებს შორის.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები