ანჩისხატის გულანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სვეტიცხოვლის გულანი“ გადაიტანა გვერდზე „ანჩისხატის გულანი“ გ...)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Sveticxovlis gulani.JPG|thumb|სვეტიცხოვლის გულანი]]
 
'''ანჩისხატის გულანი'''  – (XVII ს.), კრებული, რომელშიც თავმოყრილია საღვთისმსახურო კრებულები – თვენი და მარხვანი. მას ხშირად „სვეტიცხოვლის გულანად“ მოიხსენიებენ, რადგან შედგენილია [[სვეტიცხოვლის კომპლექსი|სვეტიცხოვლის ტაძრისათვის]], ის მოგვიანებით გადაიტანეს თბილისის „[[ანჩისხატის ეკლესია|ანჩისხატში]]“. ხელნაწერი სამ ნაკვეთად არის დაყოფილი და ამჟამად ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.  
 
'''ანჩისხატის გულანი'''  – (XVII ს.), კრებული, რომელშიც თავმოყრილია საღვთისმსახურო კრებულები – თვენი და მარხვანი. მას ხშირად „სვეტიცხოვლის გულანად“ მოიხსენიებენ, რადგან შედგენილია [[სვეტიცხოვლის კომპლექსი|სვეტიცხოვლის ტაძრისათვის]], ის მოგვიანებით გადაიტანეს თბილისის „[[ანჩისხატის ეკლესია|ანჩისხატში]]“. ხელნაწერი სამ ნაკვეთად არის დაყოფილი და ამჟამად ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.  
  

12:28, 24 თებერვალი 2021-ის ვერსია

სვეტიცხოვლის გულანი

ანჩისხატის გულანი – (XVII ს.), კრებული, რომელშიც თავმოყრილია საღვთისმსახურო კრებულები – თვენი და მარხვანი. მას ხშირად „სვეტიცხოვლის გულანად“ მოიხსენიებენ, რადგან შედგენილია სვეტიცხოვლის ტაძრისათვის, ის მოგვიანებით გადაიტანეს თბილისის „ანჩისხატში“. ხელნაწერი სამ ნაკვეთად არის დაყოფილი და ამჟამად ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

კრებული შესრულებულია ნუსხურით, მისი მომგებელია კათოლიკოსი ნიკოლოზ ამილახვრისშვილი (1678-1688, 1692-1695). ხელნაწერის პირველ და მეორე ნაწილში შესულია საგალობლებო სექტემბრიდან მარტამდე. ანჩისხატის გულანის ეს ნაწილი მდიდრულად არის მოხატული, ტექსტების სათაურები ხვეული და დიდი ზომის მთავრული ასოებით არის გაფორმებული, როგორც ტექსტში, ასევე ხელნაწერის კიდეებზე უხვად გვხვდება საუფლო დღესასწაულების, წინასწარმეტყველებისა და ცალკეული წმინდანების მინიატიურები: ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების, ღვთისმშობლის სამოსის დადების, ვლაქერნას ღვთისმშობლის მიძინების, ღვთისმშობლის დედის, ანას მუცლადღების, იოანე ნათლისმცემლის თავის პოვნის, მოგვთა თაყვანისცემის, ზაქარია წინასწარმეტყველის; წმინდანების: ანთიმოზ ნიკომიდიელის, მოწამე ნიკიტას, მოწამე ეფემიას და სხვ. გულანის შემადგენელი „თვენი“ გიორგი მთაწმინდელის რედაქციისაა. ხელნაწერის მესამე ნაწილში გვხვდება „მარხვანი“ – დიდი მარხვის პერიოდში შესასრულებელ საგალობელთა ტექსტები. ანჩისხატის გულანის ეს ნაწილიც მდიდარია მოხატულობით. მინიატიურები ტექსტებთან თემატური თანამიმდევრობით არის ჩართული. მაგ., დიდი მარხვის პირველი შაბათის საგალობელთან მოთავსებულია თეოდორე მოწამის მინიატიურა, მესამე კვირიაკის საგალობელთან – პატიოსანი ჯვრის თაყვანისცემის გამოსახულება, მეექვსე კვირიაკესთან – ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სცენა, მეექვსე კვირის შაბათის ტექსტებთან – მაცხოვრის დიდებით შესვლა იერუსალიმში და ა.შ.

ანჩისხატის გულანი ერთ-ერთი დიდი მოცულობის კრებულია – შეიცავს 889 ფურცელს, მასში თავმოყრილია საეკლესიო წელიწადის სათვეო და სამარხვო ნაწილის უმდიდრესი საგალობელი რეპერტუარი, ხელნაწერს ახლავს ანდერძები, რომლებიც საყურადღებო ინფორმაციას გვაწვდიან თავად ხელნაწერის შესახებ: მაგ., ხელნაწერის მომგებლის, კათოლიკოს ნიკოლოზ ამილახვრისშვილის, ვრცელი ანდერძი, საიდანაც ვიგებთ, რომ მან შეადგინა გულანი „სრული თვენით, საწინასწარმეტყველო სვინაქსარით, სახარება – სამოციქულოთი, სრული მარხვანით და ზატიკით“. ხელნაწერი დროთა ვითარებაში დაზიანდა და ნაკლულად არის მოღწეული.ანჩისხატის გულანში შესულია ყველა ლიტურგიკული კრებულის (კერძოდ, თვენისა და მარხვანის) გიორგი მთაწმინდლისეული რედაქცია, რაც მნიშვნელოვნია ამ კრებულთა მეცნიერული შესწავლის თვალსაზრისით.

ე. დუღაშვილი

ლიტერატურა

  • კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია ტ. 1, თბ., 1980;
  • ხელნაწერთა აღწერილობა, A კოლექცია, ტ. 1, ნაკვ. 1, თბ., 1974.

წყარო

საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები