ანჯაფარიძე გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:46, 7 სექტემბერი 2020-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი (გიზო) ანჯაფარიძე

ანჯაფარიძე გიორგი ნესტორის ძე - (ფსევდონიმები: გიზო, маска) (09.I.1889, სოფ. კიწია - 14.XII.1937, ქ. ირკუტსკი) - სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ადვოკატი. საქართველოს ეროვნული საბჭოს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტისა და შემდგომ საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.

დაიბადა აზნაურის ოჯახში. საშუალო განათლება მიიღო ბათუმის ვაჟთა გიმნაზიაში, ხოლო შემდეგ სწავლა გააგრძელა მოსკოვის უნივერსიტეტში. მოსკოვში ყოფნის პერიოდში მონაწილეობას იღებდა რევოლუციურ გამოსვლებში. 1913 წელს ბათუმში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო ადვოკატად.

1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერთა შორის იყო გ. ანჯაფარიძეც. 1919 წლდან დამფუძნებელ კრებაში ყოფნის დროს იყო საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის წევრი. 1920 გ. ანჯაფარიძე არჩეულ იქნა ბათუმის ქალაქისთავად. 1921 წლის საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ იგი რამდენჯერმე იქნა დაპატიმრებული - 1921, 1924, 1933, 1936. მონაწილეობას იღებდა 1924 წლის აჯანყებაში. დახვრიტეს ქალაქ ირკუტსკში.

მანუჩარ გუნცაძე

ლიტერატურა

  • ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016;
  • ვ. გურული, ნოე ჟორდანია: პოლიტიკური პორტრეტი, 1869-1953, თბ.,1999.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

გიზო ანჯაფარიძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები