ანჯაფარიძე ეთერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:04, 29 მარტი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეთერ ანჯაფარიძე

ეთერ ანჯაფარიძე - (15. IX. 1956, თბილისი), ქართველი პიანისტი, საქ. სახალხო არტისტი (1989), ზურაბ ანჯაფარიძის შვილი.

1974 დაამთავრა თბილისის ცენტრალური სამუსიკო სკოლა (მ. ჭავჭანიძის კლასი), 1979-მოსკოვის კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი (პროფესორ ვ. გორნოსტაევას კლასი). ამასთანვე გაიარა ასპირანტურის კურსი. 1982-იდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი და სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტია.

ანჯაფარიძის დაკვრა გამოირჩევა მხატვრული სიმწიფით, ტექნიკური სრულყოფილებით, არტისტიზმით. ასრულებს მსოფლიო პიანისტური რეპერტუარის საუკეთესო ნიმეშებს. პროპაგანდას უწევს ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს. გასტროლებს მართავს საზღვარგარეთ. პ. ჩაიკოვსკის სახელობის V საერთ. კონკურსისა (1974, IV პრემია) და მონრეალის (კანადა) საერთაშორისო კონკურსის (1976, I პრემია) ლაურეატია. 1992-იდან მოღვაწეობს აშშ-ში, ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. პერიოდულად ჩამოდის საქართველოში, მართავს კონცერტებს და ატარებს საჩვენებელ გაკვეთილებს („მასტერკლასებს“). (გ. ტორაძე)


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")


იხილეთ აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები