არამეული დამწერლობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არამეული დამწერლობა - არამეული დამწერლობა სემიტური დამწერლობის ერთ-ერთი სახეობაა. იგი შედგება 22 ნიშნისაგან, რომლებიც მხოლოდ თანხმოვნებია და იწერება მარჯვნიდან მარცხნივ. პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში არამეული ანბანი განვრცობილი იყო მთელ ახლო აღმოსავლეთში.

ეგვიპტეში აღმოჩენილი არამეული დამწერლობა პაპირუსებზე, ძალიან დაწვრილებით აღწერს ებრაელთა ცხოვრებას ძველი წელთაღრიცხვის მე-9 და მე-8 საუკუნეებში. არამეული ენა იყო საერთაშორისო ენა ასურეთ-ბაბილონში. ძვ. წ. აღრ-ის მე-6 საუკუნიდან მან განდევნა ებრაული ენა მრავალი ქვეყნიდან. არამეულს სამწერლობო ენად იყენებდა არაბთა უმრავლესობა I-II საუკუნეებში. ამავე პერიოდისაა მცხეთის არამეულ-არმაზული წარწერაც. დღეს არამეულ ენაზე მოლაპარაკე მოსახლეობა არის სირიაში, ერაყში, თურქეთში, ირანში, ისრაელში. მცირე რაოდენობით არის ყოფილ საბჭოთა კავშირში და აშშ-ში.



წყარო

ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები