არდაშენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''არდაშენი''' − არდეშენი, არტაშენი (ლაზ. არტაშენი/ Art’așeni, თურქ. Ardeșe...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „არდაშენი“ გადაიტანა გვერდზე „არდეშენი“)

15:01, 24 თებერვალი 2021-ის ვერსია

არდაშენი − არდეშენი, არტაშენი (ლაზ. არტაშენი/ Art’așeni, თურქ. Ardeșen) ქალაქი თურქეთში, რიზეს პროვინციაში (ილი), ლაზეთის – შავიზღვისპირა ციხე-ქალაქი. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ლაზია.

ქალაქის აღმოსავლეთ გარეუბანში, სანაპირო გზაზე, ზღვის დონიდან 20 მ სიმაღლეზე, პატარა პლატოზე მდებარეობს არდაშენის ქართული ეკლესიის ნანგრევები. ი. ყიფშიძე თავისი მოგზაურობის დღიურებში მოიხსენიებს ართაშენის ნახატებიან ეკლესიას. სავარაუდოდ, XX ს. დასაწყისში ამ ტაძარში არსებობდა ფრესკები, რომელთა კვალიც ცნობილ ბიზანტინისტ ა. ბრაიერსაც უნახავს: „ტაძარი აგებულია ქვისგან, კედლები დაახლოებით 1 მ სისქისაა. ისინი წარმოდგენილია კოხტა, მართკუთხა ლოდებით, რომელთაგან მხოლოდ 6-7 შემორჩა თავის ადგილას. კედლების გულში ფილებად ჩატანებულია რიყის ქვა და ასევე აქვს ხრეშის მინარევიც, ნამუშევრის მაღალ ხარისხზე ამჟამად შემორჩენილი მყარი კედლებიც მეტყველებს“.

არდაშენი ბაზილიკური ტიპის ტაძარს წარმოადგენდა, ჰქონდა ნეფე, ორი სამრეკლო და გუმბათი, ასევე – ფართო ცენტრალური აფსიდა (ბაზილიკის ტიპის ნაგებობაში ნახევარწრედ გამოწეული ნაწილი). გარეგნულად ხუთკუთხა, შიგნიდან კი მრგვალი ნაგებობა ჩრდილოეთის მხარეს შეიცავდა ორ განყოფილებას. არდაშენი ძველი დროიდან XVI ს-მდე ქართული სახელმწიფოს ნაწილი და მცხეთის საპატრიარქოს საეპისკოპოსო კათედრა იყო. აღნიშნულ რეგიონში ოსმალთა 400-წლიანმა ბატონობამ დააზიანა თითქმის ყველა ქრისტიანული ეკლესია-მონასტერი; თუმცა XX ს. დასაწყისში ი. ყიფშიძე ჭანეთის აღწერის დღიურებში მოიხსენიებს როგორც არდაშენის ნახატებიან ეკლესიას, ისე სოფელ ჯიბისტასში, პირონითსა და მანასტერში – ეკლესიის ნანგრევებს.

სავარაუდოდ, სწორედ არდაშენში არსებობდა ლაზეთის ერთ-ერთი საეპისკოპოსო ცენტრი. ამ თვალსაზრისს ავითარებდა პ. ინგოროყვა და იზიარებდა ნ. მარიც.

გ. ანდრიაძე

ლიტერატურა

ანდრიაძე გ., არდაშენის ტაძარი, უცნობი ისტორიული საქართველო (ქრისტიანული ლაზეთი), თბ., 2013; ყიფიანი გ., მამულაძე შ., მშვილდაძე მ., აღმოსავლეთ ჭანეთის საეკლესიო ნაგებობანი, ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ბათ., 2014.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები