არველაძე რევაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რევაზ არველაძე – დაიბადა 1941 წლის 28 ოქტომბერს თელავში. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი (1964).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა ენერგეტიკის დარგში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე (1964-92);
- სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი (1992-93);
- სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე (1996-97).
- პარლამენტის წევრი (1999-2004): მაჟორიტარი, №18 ახმეტის საარჩევნო ოლქი, საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, ენერგეტიკის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე.
- პარლამენტის წევრი (2016 წლიდან): საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, პარტიული სიით
სახელმწიფო ჯილდოები
ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი (01-01-2001)
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი პოლიტიკოსები
- ქართველი მეცნიერები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები 1999-2004
- საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრები 2016-2020
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- საქართველოს მოქალაქეთა კავშირის წევრები
- ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს წევრები
- საქართველოს თანამდებობის პირები
- ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენოსნები
- არველაძეები