არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Armazis monastris nangrevebi.JPG|thumb|მცხეთა. არმაზის მონასტრის ნანგრევები]]
 
'''არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია'''  - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლი]]ს მხარეში, [[მცხეთის მუნიციპალიტეტი|მცხეთის მუნიციპალიტეტში]],  [[მცხეთა|მცხეთიდან]] 1,5 კმ დაშორებით.  
 
ხაზი 9: ხაზი 10:
  
მარიამ ხათუნყოფილის ეს 10-სტრიქონიანი [[ასომთავრულის გრაფიკა|ასომთავრული]] წარწერა (XII ს. II ნახ.) ნაცრისფერ ქვიშაქვის ფილაზე (55X88X20) არის შესრულებული. შინაარსით წარწერა საამშენებლოა. სხვა წყაროებით უცნობი მარიამ ხათუნყოფილი, რომელიც თავის თავს მოიხსენიებს აბულეთის დედად და სალდუხის ძმისწულად (ორივე პირი ასევე უცნობია სხვა წყაროებით), აღნიშნავს, რომ ქართლის [[კათოლიკოსი]]ს, ნიკოლოზის ბრძანებითა და სურვილით უყიდია და აუშენებია ეკვდერი არმაზში (მისი და მისი ახლობლების განსასვენებელი ადგილი). შეუწირავს მისთვის „გლეხნი და სიგელნი“, და დაუდგენია მწირველი თავისი სულისათვის. ტექსტის ბოლოს დასახელებული არიან გლეხები, რომელთაგან ერთი ციხედიდელი და მეორე უპითელი ყოფილა. აქვე აღნიშნულია შეწირულების შესახებ მცხეთაში (შესაძლოა სახლის), რომელიც ტექსტის ნაკლულობის გამო, გაურკვეველია. წარწერა თარიღდება პალეოგრაფიული ნიშნებისა და მასში დასახელებული ქართლის კათოლიკოს ნიკოლოზ I გულაბერისძის (გ. 1190) მოღვაწეობის დროის მიხედვით. იგი ხვეული დამწერლობის კლასიკური ნიმუშია. მისი ტექსტი ასეთია:  
 
[ფაილი:Example.png|thumb|წარწერის ტექსტი]]
 
<big>„† ჵ, ყოვლად საგალობელო დედოფალო, ცათა დაუტევნელისა დამტევნელო, მტჳრთველო ღმრთისა, ქერომინთაგან უტჳრთველისაო, მშობელო დედაო, მაწოვნებელო ღმრთისა ჭეშმარიტისაო, სიტყჳსაებრ შენისა სანატრელო, მარადის ქალწულო მარიამ, პატიოსანო და ნათლისა მიმცემელო ყოველთა შენდამი შე[ვედრე] ებულთაო! მე, უნდოჲ დედაკაცი, ხათუნყოფილი მარიამ, დედაჲ აბულეთისი, ძმისწული სალდუხისი, რომელი ღირს ვიქმენ წმიდასა ღმრთ[ივაღმა] რთებულსა კათოლიკე ეკლესიასა სულისა შევედრებად, შუვამდგომლობითა სუეტისა ცხოველისაჲთა, ბრძანებითა და სურვილითა ქართლისა კათალიკოზის ნიკოლოზისითა, შემწეობითა ყოველთავე კათოლიკე ეკლესიისა შვილთაჲთა, ჴელ-ვყავ მცირედითა მსახურებაჲ: ვიყიდე და ა[ღვაშე]ნე არმაზს ეკუდერი სრული ყოვლითა, საკურთხეველი, გლეხნი და სიგელი, მნირველი სულისა ჩემისათგს. და ვინცა შემდგომითი შემდგომად წოდებულ იქმნფთ ქართლისა კათალიკოზობასა, შეიწყალეთ უნდოლ სული ჩემი და დაამტკიცეთ, თქუენცა ღმერთმან მტკიცე-გყვნეს. ვინცა შეცვალოს ფრიადი წადილი ჩემგნით – სულისა ჩემისა სალოცავი, შე-მცაა-იცვალების ქრისტეს სარწმუნოებისაგან და შენ აზღვევინე-მცა [ცოდვა]ნი სულისა [ჩემისანი], ამენ.  
 
15:49, 24 თებერვალი 2021-ის ვერსია

მცხეთა. არმაზის მონასტრის ნანგრევები

არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთიდან 1,5 კმ დაშორებით.

მთავარი ნაგებობაა ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია, რომელმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს, შიდა სივრცე საკმაოდ გაშლილია, აქვს განიერი საკურთხეველი. ეკვდერის ასომთავრული წარწერის მიხედვით, ეკლესია აშენებულია 1150-1178 წწ. დასავლეთიდან მას ეკვრის კარიბჭე, ჩრდილოეთ მხარეს – მინაშენი, კარიბჭის ჩრდილოეთით მცირე ზომის გუმბათოვანი საძვალეა.

ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (14,2X8,2 მ). ეკლესია აგებისთანავე მოუხატავთ. მოხატულობის ფრაგმენტები შემორჩენილია საკურთხეველსა და დასავლეთ კედელზე. საკურთხევლის მხატვრობა მოწითალო აგურისფერია. შუა რეგისტრში მოციქულთა დიდი ზომის გამოსახულებებია/ ქვედა რეგისტრში – ეკლესიის მამების ფიგურები. დასავლეთ კედელზე გამოსახულია წმ. მეომარი შუბითა და ფარით ხელში. საკურთხევლის სარკმელში შემორჩენილია ყვითელი, მწვანე, ცისფერი და ლურჯი საღებავებით შესრულებული მცენარეული ორნამენტის ნაშთები. მხატვრობა მონუმენტურია, დამახასიათებელია ფიგურათა დახვეწილი პროპორციები.

ეკლესიის დასავლეთით მდებარე სამრეკლო XVI-XVII სს. განეკუთვნება, აქვეა შუა საუკუნეების გალავნისა და სენაკების ნანგრევები. კომპლექსი აგურითა და ნატეხი ქვით არის ნაგები. ტაძრის კედლის ერთ-ერთ ფილაზე ამოკვეთილი იყო წარწერა, რომელიც ამჟამად დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ქვის ძეგლების ფონდში (№2109).

მარიამ ხათუნყოფილის ეს 10-სტრიქონიანი ასომთავრული წარწერა (XII ს. II ნახ.) ნაცრისფერ ქვიშაქვის ფილაზე (55X88X20) არის შესრულებული. შინაარსით წარწერა საამშენებლოა. სხვა წყაროებით უცნობი მარიამ ხათუნყოფილი, რომელიც თავის თავს მოიხსენიებს აბულეთის დედად და სალდუხის ძმისწულად (ორივე პირი ასევე უცნობია სხვა წყაროებით), აღნიშნავს, რომ ქართლის კათოლიკოსის, ნიკოლოზის ბრძანებითა და სურვილით უყიდია და აუშენებია ეკვდერი არმაზში (მისი და მისი ახლობლების განსასვენებელი ადგილი). შეუწირავს მისთვის „გლეხნი და სიგელნი“, და დაუდგენია მწირველი თავისი სულისათვის. ტექსტის ბოლოს დასახელებული არიან გლეხები, რომელთაგან ერთი ციხედიდელი და მეორე უპითელი ყოფილა. აქვე აღნიშნულია შეწირულების შესახებ მცხეთაში (შესაძლოა სახლის), რომელიც ტექსტის ნაკლულობის გამო, გაურკვეველია. წარწერა თარიღდება პალეოგრაფიული ნიშნებისა და მასში დასახელებული ქართლის კათოლიკოს ნიკოლოზ I გულაბერისძის (გ. 1190) მოღვაწეობის დროის მიხედვით. იგი ხვეული დამწერლობის კლასიკური ნიმუშია. მისი ტექსტი ასეთია: [ფაილი:Example.png|thumb|წარწერის ტექსტი]] „† ჵ, ყოვლად საგალობელო დედოფალო, ცათა დაუტევნელისა დამტევნელო, მტჳრთველო ღმრთისა, ქერომინთაგან უტჳრთველისაო, მშობელო დედაო, მაწოვნებელო ღმრთისა ჭეშმარიტისაო, სიტყჳსაებრ შენისა სანატრელო, მარადის ქალწულო მარიამ, პატიოსანო და ნათლისა მიმცემელო ყოველთა შენდამი შე[ვედრე] ებულთაო! მე, უნდოჲ დედაკაცი, ხათუნყოფილი მარიამ, დედაჲ აბულეთისი, ძმისწული სალდუხისი, რომელი ღირს ვიქმენ წმიდასა ღმრთ[ივაღმა] რთებულსა კათოლიკე ეკლესიასა სულისა შევედრებად, შუვამდგომლობითა სუეტისა ცხოველისაჲთა, ბრძანებითა და სურვილითა ქართლისა კათალიკოზის ნიკოლოზისითა, შემწეობითა ყოველთავე კათოლიკე ეკლესიისა შვილთაჲთა, ჴელ-ვყავ მცირედითა მსახურებაჲ: ვიყიდე და ა[ღვაშე]ნე არმაზს ეკუდერი სრული ყოვლითა, საკურთხეველი, გლეხნი და სიგელი, მნირველი სულისა ჩემისათგს. და ვინცა შემდგომითი შემდგომად წოდებულ იქმნფთ ქართლისა კათალიკოზობასა, შეიწყალეთ უნდოლ სული ჩემი და დაამტკიცეთ, თქუენცა ღმერთმან მტკიცე-გყვნეს. ვინცა შეცვალოს ფრიადი წადილი ჩემგნით – სულისა ჩემისა სალოცავი, შე-მცაა-იცვალების ქრისტეს სარწმუნოებისაგან და შენ აზღვევინე-მცა [ცოდვა]ნი სულისა [ჩემისანი], ამენ.

ერთი გლეხი ტო[...]ბლაჲსძე ა ციხედიდს, ლომინალ უპითს, მცხეთას [სახლი?]“.

წარწერის პირველი სტრიქონის მესამე ასოს დონ-ის მუცელში ჩახაზულია სოლომონის ექვსქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც ბაგრატიონთა სამეფო სახლის ბიბლიური წარმოშობის ემბლემაა. იგი ხშირად არის გამოსახული ხუროთმოძღვრულ ძეგლებზე – განსაკუთრებით ტაო-კლარჯეთში. მისი ჩართვა ამ წარწერის ტექსტში ნიშნავს, რომ მარიამ ხათუნყოფილი სამეფო სახლის ჩვენთვის უცნობი წევრია, ან დაკავშირებულია ამ სახლთან.

ხ. გაფრინდაშვილი
ვ. სილოგავა

ლიტერატურა

  • ბარნაველი თ., არმაზის მონასტრის წარწერის თარიღისათვის, საქ. სსრ მეცნ. აკადემიის „მოამბე“, 1960, ტ. 24, №5;
  • საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების კატალოგი, ი. აბულაძის რედ., 1953, №12;

წყარო

საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები