არონსონი ჰოვარდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰოვარდ ისააკ არონსონი – (ინგლ. Howard Isaac Aronson; დ. 5 მარტი, 1936, ჩიკაგო), ამერიკელი ენათმეცნიერი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, ზოგადი ენათმეცნიერებისა და სლავურ ენათა სპეციალისტი. 1960-იანი წლების ბოლოდან მუშაობს ქართველოლოგიაში, ავტორია ქართული ენის პრაქტიკული გრამატიკისა სავარჯიშოებითურთ: „ქართული ენა. საკითხავი გრამატიკა“ (ჩიკაგო, 1972). ეკუთენის მნიშენელოვანი გამოკვლევები ქართული ბრუნვებისა და უღვლილების ფორმალური და სემანტიკური ანალიზის, აგრეთვე ჰიპოტაქსის საკითხებზე, მ. შ. აღსანიშნავია სტატიები: „ქართული ბრუნების ფორმალური ანალიზისათვის“ (1969), „ბრუნვისა და სუბიექტის სემანტიკური ანალიზისათვის ქართულში“ (1970), „ზოგიერთი შენიშენა მიმართებითი წინადადების შესახებ ქართულში“ (1972), „გრამატიკული სუბიექტი ძველ ქართულში“ (1976), „ქცევის, როგორც გრამატიკული კატეგორიის სტატუსისათვის ქართულში“ (1982), „ფუნქციის ფორმალური კორელატები ქართულ ბრუნვაში“ (1983).


ჰ. არონსონი ფაკულტატურად კითხულობს ქართული ენის კურსს ჩიკაგოს უნივერსიტეტში. მოამზადა რამდენიმე ქართველოლოგი. ინიციატორია ჩიკაგოში ჩატარებული კონფერენციებისა (1979, I!983, 1987, 1990, 1993), რომლებიც მიეძღვნა ყოფ. სსრ კავშირის არასლავურ ენათა სტრუქტურებს.

შ. აფრიდონიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები