არსენ IV ბულმაისიმისძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 15: ხაზი 15:
 
[[საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
 
[[საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
 
[[კატეგორია:საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები]]
[[კატეგორია:საქართველოს კათოლიკოსები]]
 
 
[[კატეგორია:სასულიერო პირები]]
 
[[კატეგორია:სასულიერო პირები]]
 
[[კატეგორია:ქართლის კათალიკოსები]]
 
[[კატეგორია:ქართლის კათალიკოსები]]

15:54, 25 თებერვალი 2021-ის ვერსია

არსენ IV ბულმაისიმისძე – (XIII საუკუნე) სასულიერო მოღვაწე, მწერალი და ჰიმნოგრაფი. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1241-1249/50 წწ. წერილობით წყაროებში მისი გვარი გვხვდება სხვა ფორმითაც — ბულმაისისძე ან ბულმაისძე.

ცნობები არსენ IV-ის შესახებ და მისი ლიტერატურული ნაწარმოებები ჩართულია ცნობილ ხელნაწერ კრებულში A 85, რომელიც შეადგინა ტბელ აბუსერისძემ. იგი გადაწერილია 1233 წელს. კრებულში მოთავსებულია „გალობანი წმიდისა მოციქულისა ნინოსნი“, „გალობანი წმიდისა შიო მღვიმელისანი“. სვინაქსარი იამბიკური ოთხთა თთუეთანი: თებერვლი, მარტის, აპრილის, მაისის, სტიქარონნი, წარდგომა, კანონი და „აქებდითი“ ხელთუქმნელისა და უხილავის ხატისა „ძლისპირნი ზესთა გამოუთქმელისა ხელთქმნელისა ხატისანი 16 აგვისტოსა“, სრული კანონი. ეს თხზულება არსენ IV-მ შექმნა აბუსერიიძეების — ვარდანისა და აბუსერის — „შეხუეწით“, როგორც თავად აღნიშნავს კრებულში ჩართულ ეპისტოლეში. თხზულებების შექმნის დროს არსენ IV გელათში მოღვაწეობდა.

არსენ IV -ის სახელი გვხვდება სხვა საისტორიო საბუთებშიც. 1241/1242 წწ. მის მიერ დამტკიცებულია არსენ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის მიერ მგელა აბულახტარიძისადმი ბოძებული სიგელი – „ესე ვითა ქრისტეს სწორსა არსენი ჭყონდიდელ მთავარეპისკოპოსსა შეუწყალებია მგელა და შვილნი მისნი და ღურეკი სოფელი სამამულოდ უბოძებია, მოწმე და მამტკიცებელი ვარ მეცა, გლახაკი, ქრისტეს მიერ ქართლისა კათალიკოზი არსენ“.

1241 წ. ახლო ხანებში არსენ IV ამტკიცებს წინამორბედი პატრიარქის, მიქელ V-ის მიერ მსახურთუხუცეს ვაჩე გუარამის ძისადმი ბოძებულ სიგელს.

XIII საუკუნის 40-იან წლებშია შედგენილი საეკლესიო კრების განჩინება შიომღვიმის მონასტრის შეუვალობის შესახებ. განჩინება თვით კათოლიკოს არსენ IV-ის მიერაა შედგენილი: „მე, არსენ ქართლისა კათალიკოზმან, ჩემითა ჴელითა დავწერე ყოველი ესე სიმტკიცე, და სახენი მტკიცემყოფელნი აკურთხნეს ღმერთმან და წმიდამან დედაქალაქმან“.

მკვლევართა ნაწილი (ნ. ბერძენიშვილი, ნ. შოშიაშვილი) არსენ IV-ს მიიჩნევს არა ქართლის, არამედ აფხაზეთის კათოლიკოსად, მაგრამ ეს აზრი არ არის გაზიარებული ისტორიოგრაფიაში.


წყარო

საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები