არსენ I დიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „არსენ I დიდი“ გადაიტანა გვერდზე „არსენ I (კათოლიკოსი)“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „არსენ I (კათოლიკოსი)“ გადაიტანა გვერდზე „არსენ I დიდი“ გადამისამ...)

14:06, 25 თებერვალი 2021-ის ვერსია

არსენ I დიდი
ქართლის კათოლიკოსი

არსენ I დიდი – (დაახლ.820/830-887-887). ქართველი საეკლესიო მოღვაწე და მწერალი, ქართლის კათოლიკოსი (დაახლ. 850/860-877/887), წმინდანი (ხსენების დღე 25.09/08.10).

არსენ I-ზე ცნობები დაცულია გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ . არსენ I სამცხის დიდი ფეოდალის მირეანის ძე. 6 წლის იყო, როდესაც მშობლების სურვილით „დაიმოწაფეს“ აფხაზეთში მიმავალმა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებმა - თეოდორემ და ქრისტეფორემ. „ვითარ მოიწიეს სამცხესა, ბრძანებითა ღმერთისაათა ძეჲ დიდსა და მირვან აზნაურისაჲ დაიმოწაფეს, სახელითა არსენი, რომელსაც უწოდა ღირსად დიდი არსენი, ქართლისა კათალიკოზი და მცხეთისა საყდრისა გჳრგჳნი დაუჭკნობელი.“

არსენ I-თან ერთად ხანცთის მონასტერში თეოდორესა და ქრისტეფორეს მეთვალყურეობით იზრდებოდა ეფრემიც - შემდგომში დიდი საეკლესიო მოღვაწე აწყურის ეპისკოპოსი. დაახლოებით 886 წელს საეკლესიო კრების თანხმობის გარეშე, სამცხის ერისკაცთა და რამდენიმე ეპისკოპოსის თანხმობით, მამა არსენ I საკათოლიკოსო ტახტზე აიყვანა. რასაც ქართველ მღვდელმთავრებისა და მათ შორის ეფრემ მაწყვერლის შორის ეფრემ მაწყვერლის გულისწყრომა მოჰყვა. განაწყენებულებს მხარი დაუჭირა მამაფალმა გუარამ დიდმა, რომლის ბრძანებით მოწვეულ იქნა საეკლესიო კრება. საკათალიკოსო ტახტზე კრების გარეშე მღვდელმთავრის დადგინება საეკლესიო კანონების უხეში დარღვევა იყო და არსენ I-ს გადაყენება ემუქრებოდა. კრების დაწყებას გრიგოლ ხანცთელი არ ესწრებოდა. ურუშელმა ეპისკოპოსმა კრებას მოუწოდა, დალოდებოდნენ გრიგოლის მოსვლას: „ოდეს მოვიდეს ვარსკვლავი უდაბნოთაჲ. მაშინ განემართოს საქმე და განზრახვაჲ ყოველთაჲ“. კრებაზე მისულმა გრიგოლმა ეფრემს უთხრა: „შენ უწყი სულითა, ვითარ ღმერთსა ებრძანა კათალიკოსობაჲ არსენისი სისრულისა მისისათჳს. არამედ მირეან მამამან მისმან, აუგიან-ყო უჟამოდ შესწაფებითა, ვითარცა ადამ ჭამა ხილი იგი, რომელ არღა მწიფე იყო. აწ შენ კეთილად ჰყავ სმენაჲ ჩემი, რამეთუ გულისწყრომამ კაცისამან სიმართლე ღმრთისაჲ არა ქმნის. ხოლო ბრალი ესე არსენისი ჩემ ზედა იყავნ“. და კრებასაც მიმართა: „ისმინეთ გლახაკისა ამის მოხუცებულისაჲ, რამეთუ არსენი კათალიკოზი ნებითა ღმრთისითაჲთა კათალიკოზი არს“. გრიგოლის სიტყვებმა დაარწმუნეს ეპისკოპოსები, რომლებმაც განაცხადეს: „აწ ამიერითგან არსენი იყავნ კათალიკოს ქართლისა ყოვლისა სულიერად მამა ყოველთა“.

კათალიკოსმა არსენ I-მა აკურთხა ძველი ხანცთის ეკლესია და „ქართლისა ეკლესიათა ყოველთა სიხარული მოჰფინა, რამეთუ საყდარი მამამთავრობისაჲ შეამკო სრულად და შეამკო მადლითა“.

„გრიგონ ხანცთელის ცხოვრების“ მიხედვით არსენ I 27 წელიწადი კათოლიკოსობდა. არსებობს მოსაზრება, რომ სწოდედ არსენ I-ს ეკუთვნის ისტორიულ-პოლიტიკური თხზულება „განყოფისათვის ქართლისა და სომხითისა“, რომელიც ეხება ქართველ-სომეხთა სარწმუნოებრივი ურთიერთობებისა და განხეთქილების ისტორიას. მიზნად ისახავს „განყოფის“ ისტორიულ-პოლიტიკურ და სარწმუნოებრივ-დოგმატური მიზეზების გარკვევას. ზოგიერთი მკვლევარი ამ თხზულების ავტორად თვლის არსენის სახელით ცნობილ სხვადასხვა მოღვაწეს (არსენ საფარელი). ამასვე მიაკუთვნებენ თხზულებას „ცხოვრება და მარტვილობა აბიბოს ნეკრესელისა“, რომლის მეტაფრასულ რედაქციაში მითითებულია, რომ „ეს ცხოვრება არის თქმული არსენ დიდისა, ქართლისა კათალიკოსისაჲ“.

ზ. აბაშიძე

წყარო

საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები