ასათიანი აკაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აკაკი ასათიანი

აკაკი ასათიანი – დაიბადა 1953 წლის 22 ოქტომბერს თბილისში. — პოლიტიკოსი. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე (1990-1991), საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე (1991-1992). ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის უცვლელი თავმჯდომარე 1990 წლიდან. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (1977).

სამუშაო გამოცდილება

  • ი. ნიკოლაძის სახ. თბილისის სამხატვრო სასწავლებლის ქართული ლიტერატურის მასწავლებელი (1978-1979)
  • საქინფორმის მთარგმნელი (1979-1982; 1984-1990)
  • საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების სამმართველოს მხატვრული თვითშემოქმედების სარეპერტუარო-სარედაქციო კოლეგიის რედაქტორი (1982-1984)
  • ეროვნული ხსნის კომიტეტისა და ეროვნული ფორუმის წევრი.
  • პოლიტიკური კოალიციის - „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.
  • საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია „სახალხო ფორუმი კეთილდღეობისა და დემოკრატიისათვის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე.

პარლამენტის წევრი

  • 1-ლი მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე (1990-91), უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე (1991-92);
  • მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): პროპორციული სიით, №6 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი.
  • მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): პარტიული სიით, ბლოკი „საქართველოს აღორძინება“, ფრაქცია „ტრადიციონალისტის“ თავმჯდომარე.


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები