ასაფეთქებელი მანქანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ასაფეთქებელი მანქანა – ელექტროდენის გენერატორი, რომელსაც იყენებენ ელექტრონული ხერხით ასაფეთქებელი მუხტების ასამუშავებლად. ასაფეთქებელი მანქანის როტორი მოძრაობაში მოჰყავთ სათანადო ზამბარით ან ამძრავი სახელურით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი 2017