ასაფეთქებელი მანქანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:29, 30 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ასაფეთქებელი მანქანა – ელექტროდენის გენერატორი, რომელსაც იყენებენ ელექტრონული ხერხით ასაფეთქებელი მუხტების ასამუშავებლად. ასაფეთქებელი მანქანის როტორი მოძრაობაში მოჰყავთ სათანადო ზამბარით ან ამძრავი სახელურით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017