ატიმია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ატიმია''' (άτιμία) - სიტყვასიტყვით „პატივის დაკარგვა“. სამოქალ...)
 
ხაზი 12: ხაზი 12:
 
[[კატეგორია:ძველი საბერძნეთი]]  
 
[[კატეგორია:ძველი საბერძნეთი]]  
 
[[კატეგორია:სამოქალაქო უფლებები]]
 
[[კატეგორია:სამოქალაქო უფლებები]]
[[კატეგორია:სამოქალაქო უფლებების დაკარგვა]]
+
[[კატეგორია:ძველბერძნული ტერმინები]]

20:31, 26 ოქტომბერი 2018-ის ვერსია

ატიმია (άτιμία) - სიტყვასიტყვით „პატივის დაკარგვა“. სამოქალაქო უფლებების სრული ან ნაწილობრივი დაკარგვა ბერძნულ ქალაქებში. თავდაპირველად ატიმია, როგორც ჩანს, კანონგარეშე ყოფნას, უფლებათა ტოტალურ დაკარგვას ნიშნავდა იმდენად, რომ მოქალაქეს შეეძლო მოეკლა „ატიმოსი“ და ეს არ იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაული. შემდგომ, კლასიკურ ეპოქამდე, ატიმიის მოქმედების ველი დავიწროვდა და ის აღნიშნავდა მხოლოდ პიროვნების სამოქალაქო უფლებების სრულ ან ნაწილობრივ დაკარგვას. ატიმია შეიძლებოდა ყოფილიყო სამუდამო ან დროებითი, მაგალითად, სახელმწიფოსთვის გადაუხდელი ვალის შემთხვევაში, რაც ავტომატურად შეწყდებოდა, თუკი პირი ვალს გადაიხდიდა. ყველა უფლების სამუდამო წართმევა იყო სასჯელი შემდეგი დანაშაულებისათვის: ღალატისთვის, მაგისტრატის მოსყიდვისათვის, მტრის წინაშე შიშის გამოვლენისათვის, სასამართლოში ცრუმოწმეობისათვის (სამჯერ მხილების შემდგომ) და აგრეთვე მოქალაქეობის კანონის ზოგიერთი დარღვევისათვის. ცალკეულ უფლებათა სამუდამო წართმევა ხდებოდა: 1) თუ პირმა შემოიტანა გრაფე და ა) შემდეგ წააგო იგი; ბ) ვერ შეძლო სასამართლოზე (დიკასტერიონი) ხმების 1/5-ის შეგროვება; 2) თუ პიროვნება გრაფე პარანომონში სამჯერ იქნებოდა მხილებული; 3) გარკვეული მორალური ხასიათის დანაშაულის შემთხვევაში.

სრული ატიმიის სუბიექტს არ შეეძლო საჯარო ადგილებში გამოჩენა, საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება, სასამართლოში მისვლა. თუ იგი რომელიმე ამ შეზღუდვას დაარღვევდა, იგი ექვემდებარებოდა აპაგოგეს, შეეძლოთ მისი მოკვლაც. თუმცა ის ინარჩუნებდა თავის კერძო უფლებებს, როგორც მოქალაქე: მისი მოკვლა მოიაზრებოდა მკვლელობად; ის არ იყო გაძევებული; ის აგრძელებდა საკუთრების ფლობას. ნაწილობრივი ატიმიის სუბიექტი კარგავდა ან კონკრეტულ უფლებას/უფლებებს, ანდა შემძლეობას გამოეყენებინა თავისი უფლება კონკრეტულ სიტუაციაში: ასე მაგალითად, კარგავდა შემძლეობას განეხორციელებინა სამართლებრივი დევნის გარკვეული სახეობანი (მოქალაქეობა, ბერძნული).



წყარო

დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო (ენციკლოპედიური ცნობარი), რედაქტორი ქეთევან აბესაძე, თბილისი, 2012.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები