ატლანტის ოკეანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ატლანტის ოკეანე - (ლათინური – mare atlanticum) – სიდიდით მეორე ოკეანე (წყნარი ოკეანის შემდეგ). ჩრდილოეთით ესაზღვრება გრენლანდია, ისლანდია; აღმოსავლეთით – ევროპა და აფრიკა, დასავლეთით – ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, სამხრეთით – ანტარქტიდა.

ფართობი – 76,7 მლნ. კმ2, საშუალო სიღრმე 3.500 მ, მაქსიმალური – 8.440 მ.

ატლანტის ოკეანის მნიშვნელოვანი კუნძულებია მატერიკული წარმოშობის კუნძულების ძირითადი ჯგუფები (დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ნიუფაუნდლენდი, დიდი და მცირე ანტილები, კანარი, ფოლკლენდი და სხვა), რომლებიც მდებარეობენ კონტინენტებთან ახლოს.

ოკეანე ყველა კლიმატურ სარტყელშია მოქცეული. წყლის ტემპერატურა ზედაპირზე ეკვატორთან 270С, ხოლო ზედა განედებში ოკეანე იყინება. ტროპიკულ და სუბტროპიკულ განედებში ზედაპირული დინებები წარმოქნიან ანტიციკლონურ, ჩრდილოეთ ზომიერ და სამხრეთ მაღალ განედებში – ციკლონურ ტურბულენტობას. ჩრდილოეთ სუბტროპიკულ განედში ტურბულენტობა წარმოიქმნება ჩრდილოეთ პასატური, გოლფსტრიმის თბილი და კანარის ცივი დინებებით, სამხრეთი – თბილი პასატური, გოლფსტრიმის და ბრაზილიის დინებებით, ცივი – დასავლეთ ქარებისა და ბენგალის დინებებით.

ატლანტის ოკეანე I და II მსოფლიო ომებში სამხედრო მოქმედებების მნიშვნელოვან ასპარეზს წარმოადგენდა. მისი მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკაში განისაზღვრება სახელმწიფოებს და რეგიონებს შორის კავშირების განვითარებით, ოკეანური და საზღვაო გადაზიდვების გაზრდით. ოკეანის სანაპიროზე გამავალი ქვეყნები აწარმოებენ მრეწველობის 4/5-ზე და სოფლის მეურნეობის 3/5-ზე მეტ პროდუქციას პლანეტის მასშტაბით.

ატლანტის ოკეანეზე მოწყობილია მსოფლიო საზღვაო პორტების 3/4-ზე მეტი. ხორციელდება მსოფლიო საზღვაო გადაზიდვების დაახლოებით 2/3.

ატლანტის ოკეანეში მოპოვებული წიაღისეულიდან განსაკუთრებული ადგილი უკავია ნავთობს და გაზს. განსაკუთრებით დიდი მოცულობით ხდება მათი მოპოვება ჩრდილოეთ, კარიბის და ხმელთაშუა ზღვებში, მექსიკისა და გვინეის ყურეში; აგრეთვე მნიშვნელოვანია თევზის რეწვა, რაც შეადგენს მსოფლიო თევზჭერის 2/5-ზე მეტს. თავმოყრილია დასავლეთის მოწინავე ქვეყნების ფლოტების ძირითადი ძალები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები